LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი იქნება ნოემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი იქნება ნოემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დაპოსტა 2019/10/15-ში
A A
646
ნახვა
გაზიარება

სა­შე­მოდ­გო­მო უგუ­ნე­ბო­ბა ნო­ემ­ბერ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, ადა­მი­ა­ნი, ბუ­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მე­ტად პა­სი­უ­რი და მო­წყე­ნი­ლი ხდე­ბა. მაგ­რამ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ნო­ემ­ბე­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით? რა სა­სი­ა­მოვ­ნო თუ უსი­ა­მოვ­ნო სურპრი­ზებს უმ­ზა­დებს შე­მოდ­გო­მის ბოლო თვე ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს?

ას­ტრო­ლო­გე­ბის თქმით, ნო­ემ­ბერ­ში ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შანს მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს, რათა წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლოს საქ­მე­ე­ბის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა და თა­ვი­დან აი­რი­დოს პრობ­ლე­მე­ბი.

სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სა და გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს გვპირ­დე­ბა.

ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, რად­გან ისი­ნი შე­საძ­ლოა აფე­რის­ტე­ბი და თაღ­ლი­თე­ბი გა­მოდ­გნენ. ბიზ­ნეს­ში მეტი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ, ფული რომ არ და­კარ­გოთ და პო­ზი­ცი­ე­ბიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყოფ­თა მი­მართ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ სუ­ლი­ე­რე­ბა და სირ­ბი­ლე.

აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ნა­ხეთ დრო მე­გობ­რუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, გარ­თო­ბის­თვის. ფრთხი­ლად იყა­ვით, არა­ვინ და­არ­ღვი­ოს უხე­შად თქვე­ნი პი­რა­დი სივ­რცე და სიმ­ყუდ­რო­ვე, როცა გან­მარ­ტო­ე­ბა მო­გინ­დე­ბათ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოთ, ვინც გულ­წრფე­ლად მოგ­წონთ.

ნო­ემ­ბერ­ში ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი გვე­ლო­დე­ბა:

20 ნო­ემ­ბრამ­დე (31 ოქ­ტომ­ბრი­დან) პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია (უკან­მა­ვა­ლი). ამ პე­რი­ოდ­ში მო­ე­რი­დეთ ინ­ვეს­ტი­რე­ბას, შო­პინგს, მივ­ლი­ნე­ბას შორ მან­ძილ­ზე. აგ­რეთ­ვე, ახა­ლი საქ­მე­ე­ბის, სწავ­ლის და­წყე­ბას, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, პრო­ფე­სი­ი­სა და სამ­სა­ხუ­რის შეც­ვლას. ეს პე­რი­ო­დი და­უთ­მეთ თვი­თა­ნა­ლიზ­სა და იმ მოვ­ლე­ნე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, რაც თქვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. აგ­რეთ­ვე, და­ას­რუ­ლეთ უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი.

მე­ო­რე თა­რი­ღი გახ­ლავთ 11 ნო­ემ­ბე­რი. ამ დღეს, ორ­შა­ბათს ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლის. მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრა­ვალ, ხმა­უ­რი­ან ად­გი­ლებს. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, შინ ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნას. მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რეთ კონ­ფლიქ­ტე­ბი.

ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს 20-25 ნო­ემ­ბრის პე­რი­ო­დი. გახ­სოვ­დეთ ან­და­ზა: “შვიდ­ჯერ გა­ზო­მე, ერთხელ გა­ჭე­რი”. 25 ნო­ემ­ბერს ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს აგ­რე­სია და უხე­შო­ბა. თუმ­ცა, 28 ნო­ემ­ბრი­დან სი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა.

ზო­გა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნე­ბის­თვის

  • ვერ­ძი

სტა­ბი­ლუ­რი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი თვე გე­ლით, მო­აგ­ვა­რეთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი. სხვა­თა შო­რის, რთულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც მარ­ტი­ვად გა­არ­თმევთ თავს, გან­სა­კუთ­რე­ბით 4-18 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში. გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი და­წი­ნა­უ­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ტრანსფორ­მა­ცი­ას ითხოვს კავ­ში­რე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ჯა­ხოთ ტყუ­ილს, ღა­ლატს. გა­აქ­ტი­ურ­დნენ ფა­რუ­ლი მტრე­ბი. მშვი­დად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­ი­ცა­ვით თქვე­ნი პო­ზი­ცია. მეტი დრო გა­მო­ნა­ხეთ პი­რა­დი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მო­სა­ლოდ­ნე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბა ოჯახ­ში. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ახა­ლი ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბა. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი რე­ი­ტინ­გი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. ახა­ლი რო­მა­ნი იქ­ნე­ბა ვნე­ბი­ა­ნი და და­უ­ვი­წყა­რი, ისე­თი რო­გორც თქვენ გიყ­ვართ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არა ხან­გრძლი­ვი. 25 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით – ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნის პე­რი­ო­დი.

8-12 აპ­რილს და­ბა­დე­ბულ ვერძთათ­ვის: ნო­ემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ე­რი­დეთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის გა­ნა­წყე­ნე­ბას. ნუ და­უშ­ვებთ შეც­დო­მებს საქ­მე­ებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 4, 9, 13, 18, 22, 26.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 2, 6, 11, 16, 20, 24, 30.

  • კურო

მშვი­დი, სტა­ბი­ლუ­რი თვე გე­ლით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შან­სე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. კა­რი­ე­რა­ში წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვაც გე­ლით. ზო­გი­ერ­თი იმი­ჯის შეც­ვლას გა­და­წყვეტს, ზოგი – პარტნი­ო­რის. შე­იძ­ლე­ბა აღად­გი­ნოთ გა­წყვე­ტი­ლი კავ­ში­რე­ბი. თა­ნა­მო­აზ­რებ­თან ერ­თად და­ას­რუ­ლოთ პრო­ექ­ტე­ბი. 20-25 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში არ შე­გა­ში­ნოთ დრო­ე­ბით­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა და შე­ფერ­ხე­ბე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ცხელ გულ­ზე ნუ მი­ი­ღებთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა მგზავ­რო­ბი­სას შეხ­ვდეთ თქვენს მო­მა­ვალ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს.

მა­ი­სის კუ­რო­ებს პარტნი­ო­რებ­თან და ოპო­ნენ­ტებ­თან დის­კუ­სი­ე­ბი ელით.

23-25 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბულ კუ­რო­თათ­ვის: შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ მაის-ივ­ნი­სის თავ­გა­და­სავ­ლებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოთ. მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით გულს, აკონ­ტრო­ლეთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ აა­ლე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 7, 12, 17, 21, 25, 29.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 4, 10, 14, 19, 23, 27.

  • ტყუ­პი

მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით რთულ და­ვა­ლე­ბებს და ავ­ტო­რი­ტეტ­საც აი­მაღ­ლებთ. რო­გორც წესი, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მეს­თან მო­გი­წევთ გამ­კლა­ვე­ბა. მო­ი­მა­ტებს ნერ­ვი­უ­ლო­ბა და გა­დაღ­ლი­ლო­ბა. მო­უგ­ვა­რე­ბელ­მა სა­კი­თხებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გირ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ორ­თან. 5-16 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­და­ჭე­რი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა სა­ინ­ტე­რე­სო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ი­ღოთ, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს პრო­ფე­სია, სამ­სა­ხუ­რი. ახალ მე­გობ­რებს გა­ი­ჩენთ. მო­ი­მა­ტებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი. თუ მო­ინ­დო­მებთ, შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა ხან­გრძლივ რო­მან­ში გა­და­ზარ­დოთ. თვის ბო­ლოს მო­ე­რი­დეთ კონ­კუ­რენ­ტებ­თან აქ­ტი­ურ და­პი­რის­პი­რე­ბას.

14-21 ივ­ნისს და­ბა­დე­ბულ ტყუ­პთათ­ვის: არა­კომ­პე­ტენ­ტურ და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 5, 9, 13, 19, 22, 26.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 2, 7, 11, 17, 20, 24, 29.

  • კირჩხი­ბი

ნო­ემ­ბერ­ში ენერ­გი­ით აღ­სავ­სე, ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი ხართ. სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი პე­რი­ო­დი გე­ლით 5-16 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. იმ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხართ სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში, რომ მთე­ბის გა­დად­გმა­საც კი არ შე­უ­შინ­დე­ბით. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში იმ­დე­ნა­და კარ­გად იმუ­შა­ვებთ, რომ “ერთი გას­რო­ლით ორ კურ­დღელს მოკ­ლავთ”. ზო­გი­ერ­თი გა­რეგ­ნო­ბის, იმი­ჯის შეც­ვლას გა­და­წყვეტს. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­კენ გა­გი­წევთ გული. იმ­დე­ნად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებთ, რომ კონ­კუ­რენ­ტებ­საც კი მო­კავ­ში­რე­ე­ბად აქ­ცევთ. უი­მე­დო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან კი “მშრა­ლი” გა­მოხ­ვალთ. 16-24 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კო­ლექ­ტი­ურ პრო­ექ­ტებ­ში. ივ­ლი­სის კირჩხი­ბე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია ნო­ემ­ბრის პირ­ვე­ლი ორი დე­კა­და, ხოლო ივ­ნის­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს ფორ­ტუ­ნა ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­გი­ღი­მებთ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 6, 12, 16, 21, 25, 29.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 4, 10, 14, 18, 23, 27.

  • ლომი

თქვე­ნი გე­ნი­ა­ლუ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ. ახა­ლი იდე­ე­ბით სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ. კარ­გად შეძ­ლებთ საქ­მე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, აი­მაღ­ლებთ ავ­ტო­რი­ტეტს გარ­შე­მო მყო­ფებ­ში და ფი­ნან­სუ­რა­დაც მოძ­ლი­ერ­დე­ბით. ჰარ­მო­ნია და სტა­ბი­ლუ­რო­ბა და­ი­სად­გუ­რებს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­რე­მოც­ვას­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი პე­რი­ო­დი და­გიდ­გე­ბათ 25 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში, ცხოვ­რე­ბა ნა­თე­ლი ფე­რე­ბით გა­ფე­რად­დე­ბა.

25-28 ივ­ლისს და­ბა­დე­ბულ ლომ­თათ­ვის: მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ 24-27 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას, აკონ­ტრო­ლეთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და გზებ­ზე ნუ შექ­მნით ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.

16-23 აგ­ვის­ტოს და­ბა­დე­ბულ ლომ­თათ­ვის: მო­ი­მა­ტებს წარ­მა­ტე­ბის შან­სე­ბი და თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა, ად­ვი­ლად მი­იქ­ცევთ გარ­შე­მო მყოფ­თა ყუ­რა­დღე­ბას. კარ­გი პე­რი­ო­დია მოგ­ზა­უ­რო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი, პე­და­გო­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 4, 10, 15, 19, 22, 28.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 1, 6, 12, 17, 20, 25, 30.

  • ქალ­წუ­ლი

სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ნო­ემ­ბე­რი გე­ლით. იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ. ენერ­გი­უ­ლი, აქ­ტი­უ­რი ხართ, სურ­ვი­ლი გაქვთ მი­ი­ღოთ ახა­ლი ცოდ­ნა, გა­იც­ნოთ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს. შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა. აი­მაღ­ლებთ ავ­ტო­რი­ტეტს, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და რო­მან­ტი­კუ­ლი გა­ტა­ცე­ბა გახ­დეს. თვის ბო­ლოს მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ნა­თე­სა­ვებს, შვი­ლებს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ქალ­წუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­და­წყვეტს ბი­ნა­ში ინ­ტე­რი­ე­რის შეც­ვლას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნას.

7-11 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბულ ქალ­წულ­თათ­ვის: მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით ნერ­ვებს, მო­ე­რი­დეთ ემო­ცი­ურ გა­დაღ­ლი­ლო­ბას.

16-22 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბულ ქალ­წულ­თათ­ვის: აკონ­ტრო­ლეთ სი­ა­მა­ყე და სი­ზარ­მა­ცე. ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი გა­რე­მოც­ვის მი­მართ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 7, 11, 16, 20, 24, 29.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 5, 9, 13, 18, 22, 26.

  • სას­წო­რი

გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა (შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდეთ) და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. სამ­სა­ხურ­ში მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა. 25 ნო­ემ­ბრი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით: შეხ­ვედ­რე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის შეც­ვლა, მგზავ­რო­ბა.

26-29 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სას­წო­რე­ბის­თვის: თქვე­ნი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას შეძ­ლებთ. ნო­ემ­ბერSი და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მი­ნი­მუმ 7 წელი გაგ­რძელ­დე­ბა.

12-23 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სას­წო­რე­ბის­თვის: ნო­ემ­ბრის პირ­ვე­ლი სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­გი­წევთ მუ­შა­ო­ბა. მაგ­რამ თა­ნამ­დე­ბო­ბით ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლოთ და არც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ. ნურც დას­ვე­ნე­ბას და­ი­ვი­წყებთ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 4, 10, 15, 19, 23, 28.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 1, 6, 12, 17, 21, 25, 29.

  • მო­რი­ე­ლი

წლის ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი თვე და­გიდ­გათ. სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად მოძ­ლი­ერ­დე­ბით. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას და ხში­რად გა­მო­ნა­ხავთ თბილ სი­ტყვებს გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მო­სახ­დე­ნად. გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც შეძ­ლებთ და კა­რი­ე­რულ წინსვლა­საც. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ანა­ლი­ტი­კო­სი­სა და ფსი­ქო­ლო­გის თვი­სე­ბე­ბი. აგ­რეთ­ვე ტაქ­ტი­კუ­რო­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა. ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ხში­რად გმარ­თებთ თავ­შე­კა­ვე­ბა. მო­უთ­მენ­ლო­ბამ და ემო­ცი­უ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­გებ­რო­ბე­ბი წარ­მოშ­ვას. 25 ნო­ემ­ბრი­დან მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, ზო­გი­ერთს ახალ სამ­სა­ხურ­ში ელის გა­დას­ვლა. თუმ­ცა, ნუ გა­ა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, პარტნი­ო­რულ შე­თან­ხმე­ბებს. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლეთ სი­ტყვე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი. კონ­ფლიქ­ტე­ბის, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა იმა­ტებს.

გახ­სოვ­დეთ, რომ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღი­დან მომ­დევ­ნო 12 დღე წე­ლი­წა­დის 12 თვეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. აკე­თეთ ის საქ­მე და გვერ­დით გყავ­დეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­გა­ბედ­ნი­ე­რებთ. 22-30 ნო­ემ­ბერს მო­ე­რი­დეთ სპონ­ტა­ნურ, და­უ­ფიქ­რე­ბელ ქმე­დე­ბებს.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 7, 11, 16, 20, 24, 30.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 5, 9, 13, 18, 22, 26.

  • მშვილ­დო­სა­ნი

მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რას, სა­რის­კო ქმე­დე­ბებს. ნო­ემ­ბე­რი შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის იმედ­გაც­რუ­ე­ბის თვედ იქ­ცეს. უმ­ჯო­ბე­სია, სად­მე შორს გა­ემ­გზავ­როთ და პა­სი­უ­რად და­ის­ვე­ნოთ. 25 ნო­ემ­ბრამ­დე და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. უფ­როს­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბი. ზო­გი­ერთს და­წი­ნა­უ­რე­ბა, ახალ სამ­სა­ხურ­ში გა­დას­ვლა, სარ­ფი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ელის, შე­იძ­ლე­ბა ხელ­ფა­სი მო­გე­მა­ტოთ ან ფული ლა­ტა­რი­ა­ში მო­ი­გოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, გათ­ვლებ­ში, გაფრ­თხილ­დით, თქვე­ნი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია (მა­გა­ლი­თად, ბან­კის ბა­რა­თის კოდი) სხვის ხელ­ში არ მოხ­ვდეს.

თვის პირ­ველ კვი­რა­ში ნო­ემ­ბრის მშვილ­დოს­ნე­ბი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, გარ­თო­ბას და დას­ვე­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ.

7-9 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის: მო­ეშ­ვით ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნას, და­ეშ­ვით მი­წა­ზე და აკე­თეთ საქ­მე. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სურ სპე­კუ­ლა­ცი­ებს, არ მი­ი­ღოთ მათ­რო­ბე­ლა და ალ­კოჰო­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

15-21 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის: მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შრო­მით შეძ­ლებთ კე­თილ­დღე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას. მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მიზ­მი და მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მას შეძ­ლებთ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 5, 9, 14, 19, 23, 27.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 2, 7, 12, 16, 21, 25, 29.

  • თხის რქა

ნო­ემ­ბერ­ში შან­სი მო­გე­ცე­მათ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს ეხე­ბა პუბ­ლი­ცისტ, მწე­რალ, მხატ­ვარ, ბიზ­ნეს­მენ და ნო­ვა­ტორ ნიშ­ნებს. მო­აგ­ვა­რებთ საქ­მე­ებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. გახ­დე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი და იდე­ე­ბის (წარ­სულ­ში და­გეგ­მი­ლებ­საც) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც შეძ­ლებთ. კარ­გად მო­ირ­გებთ შუ­ა­მავ­ლის, დამ­ხმა­რის რო­ლებს. მიხ­ვდე­ბით, რომ თქვე­ნი დრო მო­ვი­და, უნდა გა­ი­ღი­მოთ და აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გეთ მუ­შა­ო­ბას. ზო­გი­ერთს და­წი­ნა­უ­რე­ბა, სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა ელის. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სპონ­სო­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, რე­ფორ­მა­ცია. ეს უკა­ნას­კნე­ლი რო­გორც სამ­სა­ხურ­ში, ისე ოჯა­ხურ და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. თუმ­ცა, ასე მშვი­დად ყვე­ლა­ფე­რი არ ჩა­ივ­ლის, და­ქორ­წი­ნე­ბულ თხის რქებ­ში ემო­ცი­ურ ფონ­ზე მო­ი­მა­ტებს წყე­ნა, ურ­თი­ერ­თდა­და­ნა­შა­უ­ლე­ბა.

8-12 იან­ვარს და­ბა­დე­ბუ­ლი თხის რქე­ბის­თვის: მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ და ნერ­ვულ გა­დაღ­ლი­ლო­ბას. გა­უფრ­თხილ­დით თავს, გულს, ხერ­ხე­მალს. შე­საძ­ლოა, შე­ზღუ­დუ­ლი იყოთ ფი­ნან­სებ­ში, მე­გობ­რებ­მა არ გა­მო­გი­წო­დონ დახ­მა­რე­ბის ხელი. თქვე­ნი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გახ­დეს ზო­გა­დი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხი.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 6, 11, 17, 21, 24, 30.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 4, 9, 15, 19, 23, 28.

  • მერ­წყუ­ლი

მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბით უნდა აღი­ჭურ­ვოთ, უამ­რა­ვი გა­მოც­და და პრობ­ლე­მა გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებ­ზე უნდა მო­ახ­დი­ნოთ კონ­ცენ­ტრა­ცია. მო­ი­მა­ტებს უხა­სი­ა­თო­ბა და გა­დაღ­ლი­ლო­ბა. ნო­ემ­ბრის მე­ო­რე დე­კა­დი­დან შე­უ­დე­ქით ფი­ნან­სუ­რი და საქ­მი­ა­ნი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან და უფ­როს­თან საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას გა­გი­ად­ვი­ლებთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა გმარ­თებთ 5-16 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, მი­აღ­წევთ მი­ზანს, რო­მე­ლიც წლის და­სა­წყის­ში და­ი­სა­ხეთ. მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა დე­ფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს. 25 ნო­ემ­ბრი­დან რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ სამ­სა­ხუ­რი, კო­ლექ­ტი­ვი ან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა – მე­გობ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან, გა­გი­ტა­ცოთ ახალ­მა იდე­ებ­მა. ზო­გი­ერთს მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა ელის ყო­ფილ­თან პარტნი­ორ­თან. ამ ფაქ­ტმა შე­იძ­ლე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი.

22-26 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბულ მერ­წყულ­თათ­ვის: შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ გეგ­მა, გამ­წვავ­დეს კონ­ფლიქ­ტე­ბი, მო­გი­წი­ოთ სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვამ.

იან­ვა­რის ბო­ლოს და­ბა­დე­ბულ მერ­წყუ­ლებს ნო­ემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და დას­ვე­ნე­ბა ელით. აგ­რეთ­ვე, სარ­ფი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბა.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 5, 10, 14, 18, 22, 27.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 1, 7, 12, 16, 20, 25, 29.

  • თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ნო­ემ­ბე­რი წლის სა­უ­კე­თე­სო თვე იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, შეძ­ლოთ დი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცურ­ვა და სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე მორ­გე­ბა. კარ­გი თვეა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სუ­ლი­ე­რი წო­ნას­წო­რო­ბის და­სა­ცა­ვად, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად. ზო­გი­ერ­თი მიხ­ვდე­ბა, რომ დროა, მი­ი­ღოს და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა. ნო­ემ­ბრის პირ­ველ და მე­ო­რე დე­კა­და­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ გეგ­მე­ბი, აი­წი­ოთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­ფე­ხურ­ზე. ზო­გი­ერ­თე­ბი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ მო­დის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ებ­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყონ/გა­აგ­რძე­ლონ სა­ზღვარ­გა­რეთ. 25 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, შე­იც­ვა­ლოთ სფე­რო, გა­რე­მო. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მარ­ტო­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დოს შეხ­ვდეთ. თე­ბერ­ვლის თევ­ზებს მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი უნდა ჰქონ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ჯგუფ­ში გა­წევ­რი­ან­დნენ.

4-7 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლი თევ­ზე­ბის­თვის: და­ი­ცა­ვით მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დო­ზი­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, ალ­კოჰო­ლის შემ­ცველ პრე­პა­რა­ტებ­ში. ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში მო­ე­რი­დეთ ფა­ნა­ტიზ­მის გა­მოვ­ლე­ნას.

10-14 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლი თევ­ზე­ბის­თვის: მო­ე­რი­დეთ ილუ­ზი­ებ­ში ცხოვ­რე­ბას, არ მო­ი­ტყუ­ით სა­კუ­თა­რი თავი. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ურ პრე­პა­რა­ტებ­თან, ჰიპ­ნოზ­თან, სპი­რი­ტიზ­მთან.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 6, 11, 17, 21, 25, 30.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 4, 9, 15, 23, 28.

 

ambebi.ge

თეგები: თევზიმორიელიმშვილდოსანინოემბერიჰოროსკოპი
გაზიარება283

დაკავშირებული -პოსტები

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ
მთავარი

25.05.2025 – სარკისებული დღეა და შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მარტივად მოიზიდოთ. ეს თარიღი უნიკალურია ასახავს სიმეტრიისა და ენერგეტიკული ჰარმონიის ძლიერ კოდს. ასეთი თარიღები ითვლება ენერგეტიკულ კარიბჭედ, როცა სამყაროსთან კომუნიკაცია ძლიერდება და...

დაწვრილებითDetails

აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა – რას ამბობენ მეცნიერები

by მეგა TV
მაისი 24, 2025
0
აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა – რას ამბობენ მეცნიერები
მთავარი

აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მას­შტა­ბუ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია ხდე­ბა - პრო­ცე­სი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის რიფ­ტუ­ლი სის­ტე­მი­დან (EARS) მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს ნაპ­რა­ლი სო­მა­ლი­სა და ნუ­ბი­ის ფი­ლებს შო­რის სა­ზღვარს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თან­და­თა­ნო­ბით ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. ეთი­ო­პი­ის...

დაწვრილებითDetails

„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

by მეგა TV
აპრილი 28, 2025
0
„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა
მთავარი

ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...

დაწვრილებითDetails

“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები

by მეგა TV
თებერვალი 15, 2025
0
“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები
მთავარი

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 115 671 ნინოა რეგისტრირებული

by მეგა TV
იანვარი 27, 2025
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

by მეგა TV
იანვარი 3, 2025
0
მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე
მთავარი

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში,...

დაწვრილებითDetails

დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2024
0
დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების რისკის მქონე ადამიანებს სივრცითი ნავიგაცია დარღვეული აქვთ სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer's & Dementia. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 43-დან 66...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 26, 2024
0
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი გარდაიცვალა
მთავარი

3 წლის დოგი კევინი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე მაღალ ძაღლად აღიარეს, მოკვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. როგორც ძაღლის პატრონმა, ამერიკელმა ტრეისი ვულფმა განმარტა, კევინი გასულ კვირას, დაუგეგმავი ოპერაციის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში (+ფოტო)

by მეგა TV
ივნისი 22, 2024
0
როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში (+ფოტო)
მთავარი

როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში. ფოტოებს ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი ავრცელებს  

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"