დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 517 იმერეთში დაფიქსირდა – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმერეთში ბოლო 24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოში 963 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტი გვყავს 163. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 33.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროში 294 ადამიანი იმყოფება. საკარანტინე სივრცეშია 39.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმერეთში – 4 629 ადამიანი იმყოფება.










