მოსკოვში მცხოვრები ე.წ. კანონიერ ქურდი, გიორგი დიაკვნიშვილი ჰოსპიტალიზებულია – რუსული მედიის ცნობით, 68 წლის დიაკვნიშვილი, საკუთარ სახლში თავის არეში დაჭრილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, “ახალი მოსკოვის” სოფელ მოსტოვსკოეში მცხოვრებმა “კანონიერმა ქურდმა” თვითმკვლელობა სცადა.
დიაკვნიშვილის სახელი არაერთ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, მათ შორისაა ყაჩაღობისა და ნარკოტიკების შენახვის ფაქტები.
რაც შეეხება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მდგომარეობას, არსებული ინფორმაციით “ქურდმა” ერთი თვალი დაკარგა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.