LIVE TV
კვირა, ნოემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით

დაპოსტა 2023/06/20-ში
235
ნახვა
გაზიარება

20 ივნისს დაზარალებულისთვის შსს-ს 30 000 ლარისა და სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური ანაზღაურების გადახდა დაეკისრა-ინფორმაციას საია ავრცელებს 

 

საია სასამართლოში იცავს 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს. მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მოხვდა მას რეზინის ტყვია თვალ-წარბის არეში. მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისთვის  კანონიერ ძალაში შესული არ არის.

ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. აღსანიშნავია ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ოდენობის და მისი ფარგლების ნაწილშიც.

იმედს გამოვთქვამთ, მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება და მოსარჩელე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, – შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს დაიწყო. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

თეგები: საიასასამართლოს გადაწყვეტილება
გაზიარება94

დაკავშირებული -პოსტები

“მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს” – ვეტერან ფეხბურთელს ახლობლები და ფანები ემშვიდობებიან

ნოემბერი 1, 2025
1.1k
მთავარი

"ვუსამძიმრებთ ზაურ ბულიას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად ზუგდიდს.მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს, თავის ქალაქს და მომავალი თაობების აღზრდას.სიხარულით და ღირსებით ემსახურებოდა სპორტს და ზუგდიდს.მისი სახელი და შრომა დარჩება ფეხბურთის...

დაწვრილებითDetails

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნოემბერი 1, 2025
304
მთავარი

ყოფილ მაღალჩინოსანს ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ვლადიმერ ხუნდაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ნოემბერი 1, 2025
567
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავეს. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული...

დაწვრილებითDetails

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა შეეფარდა

ნოემბერი 1, 2025
219
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ფრინველის გრიპი ვრცელდება

ნოემბერი 1, 2025
246
მთავარი

ფრინველის გრიპი წელს გერმანიაში ადრე და სწრაფად გაჩნდა. სექტემბრის დასაწყისიდან, ფრიდრიხ ლოეფლერის ინსტიტუტმა, გერმანიის ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანომ, დააფიქსირა გრიპის 30-ზე მეტი აფეთქება ქათმის ფერმებში, ასევე შემთხვევები ველურ ფრინველებში ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა კვლავ მოიმატა

ნოემბერი 1, 2025
687
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი დღის ჭრილში მცირედით - 0.01%-ით გაიზარდა. კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო ბირჟებზე 4 003 დოლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ ფასები ბოლო ერთ...

დაწვრილებითDetails

9 თვეში 40 464 დანაშაული აღირიცხა – შსს

ნოემბერი 1, 2025
94
მთავარი

მიმდინარე წლის 9 თვეში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 2,26%-ით მეტია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის...

დაწვრილებითDetails

ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა

ნოემბერი 1, 2025
74
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „აქციის...

დაწვრილებითDetails

რა ეკრძალებათ დღეიდან დღეიდან საჯარო მოხელეებს

ნოემბერი 1, 2025
557
მთავარი

1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც მიხელ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. კანონის თანახმად, 2 პოზიციაზე დასაქმებულ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი

ნოემბერი 1, 2025
25.9k
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, კახა ალშიბაია, ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი, კახა ზუგდიდსკი საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. კახა ზუგდიდსკის, იგივე კახა ალშიბაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2021 წელს გავრცელდა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».