,,ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თორნიკეს მდგომარეობა არის საშუალოდ მძიმე. რაც შეეხება მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას, სურათი არის ასეთი: ერთი ფეხი აქვს 2 ადგილზე მოტეხილი და არა ორივე, ცხვირი აქვს გატეხილი.
ნეკნების ჩატეხასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ადგილებში აღენიშნება “უბრალოდ დაბეჟილობა”. (სიმართლე გითხრათ ეს რა ცვლის არ ვიცი, მაგრამ სწორი ინფორმაცია რომ გვქონდეს).” – ვკითხულობთ ხონში, პოლიციელის მიერ ნაცემი 27 წლის თორნიკე კაკაურიძია ახლობლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის პოლიციელის დასჯის მოთხოვნით გუშინ ხონში აქცია გაიმართა. ასევე ცნობილი გახდა რომ სახელწიფო ინსპექციის სამსახურმა საქმეზე გამოძიება დაიწყო.