პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, ლელა წურწუმიას მდგომარეობა სტაბილურია, თმცა ჟანგბადდამოკიდებულია.
მომღერლის მეუღლისა და პროდიუსერის, კახი მამულაშვილის თქმით, ლელა 12 აგვისტოს კლინიკაში ყელის ტკივილის გამო თავად მიიყვანა და ექიმებმა პროფილაქტიკის მიზნით მისი კლინიკაში დატოვება გადაწყვიტეს.