დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 167 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 931 პაციენტი გადის მკურნალიბას, მათ შორის მძიმე პაციენტია 232, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 53, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 68 ადამიანი იმყოფება.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 3 382 პირი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი.










