პირი, რომელიც გუშინ, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დროს დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს.
ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებოდა.
გასულ ღამეს ვაკეში ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე მოკლეს.
მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
წყარო: მთავარი არხი