ქუთაისში ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისათვის ტენდერი ხელახლა უკვე მეორედ გამოცხადდა. უკვე გაზრდილი თანხით.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 1`295`956 ლარია, როცა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 1`101`126 ლარი იყო.(ტენდერი არ შედგა)
სკოლის რეაბილიტაცია ამ დროისათვის უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა სკოლაში ჩატარებული სამუშაოები მოსამზადებელ ეტაპსაც კი ვერ გაცდა.
შპს “მშენჯგუფთან” გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით სარეაბილიტაციო პროცესი 2022 წლის 8 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო.
ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო კომპანიას ჯარიმა დაეკისრა 33 340.46 ლარის ოდენობით.~
სკოლა ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:


