რიონის ხეობაში ბარიკადები სახელმწიფოსა და ხალხის გამყოფ ზოლად იქცა. ადვოკატების განმარტებით, ადამიანებს გადაადგილე ის და პროტესტის თავისუფალი გამოხატვის უფლება შეეზღუდათ. ამიტომ მათ პროტესტის განსხვავებულ ფორმას_ხმაურს მიმართეს.
რკინის კონსტრუქციას ხელს გამეტებით ურტყამენ, რათა ხელისუფლებას მათი გულისწუხილი მიაწვდინონ.
,,დაპირისპირების დრო არარის” აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, თუ მთავარ მოთხოვნას იზიარებ _არა ნამახვანჰესს”,არ არის მიზეზების ძებნის დრო განსხვავებულობის გამო პროცესებს გაემიჯნო.
ვარლამ გოლეთიანმა ფინანსურ გამჭვირვალობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აუდიტი დაიქირავეს და შემომწირველებს ანგარიშს აუცილებლად წარუდგენენ.










