რიონის ხეობის დამცველთა ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რიონის ხეობის გადარჩენაა და სხვა რამ მასზე აღმატებული დღეს, არაფერია.
არსებული ვითარება სცდება რეგიონულ ფარგლებს და სწორედ ამიტომ ისინი აშშ -სა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრას ითხოვენ.
,, იმედია გაითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას და შეგვხვდებიან რათა სრულად ავუხსნათ არსებული ვითარება” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.










