რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის დღეს გაიხსნება.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.
რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ქვეყნის ლოჯისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
მთავრობის ინფორმაციით, წელს, საერთო ჯამში, გაიხსნება კიდევ 90 კმ-მდე მაგისტრალური გზა, საიდანაც 60 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.










