ჩუმათელეთი-ხევის ავტომაგისტრალთან (თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 149-კმ) არსებული მეწყერსაშიში ფერდობის გამაგრებისთვის მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 63,9 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მეშვეობით ფერდობის სრული სტაბილიზაცია უნდა მოხდეს.
რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 149-კმ-ზე მეწყრული პროცესები 2022 წლის ივნისში დაიწყო, რის გამოც საავტომობილო გზაზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეწყდა, შემდეგ კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა. ამჟამად შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა ფერდის გამაგრების აუცილებლობა ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერის თანახმად პრეტენდენტებს წინადადების წარდგენის საშუალება 13 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე ექნებათ.










