LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

რიგ შემთხვევებში ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით შეძლებთ – ცვლილებები კანონში

დაპოსტა 2025/06/20-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტს პირველი მოსმენით – პრინციპების დონეზე განიხილავენ.

ცვლილებები ხუთ კანონში შედის. იცვლება “სისხლის სამართლის კოდექსი“, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონი და “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩადენილია “სისხლის სამართლის კოდექსის“: – 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის “გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება – 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის – 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლე პირზე გადავა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

” რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს” – პესკოვი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
აშკარაა, რომ ახლა, როცა იაპონია გახდა რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყანა | დიმიტრი პესკოვი
მთავარი

რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს, თუმცა იდეალური იქნება მათი მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის...

დაწვრილებითDetails

“მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ იქნება, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება”-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
“მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ იქნება, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება”-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ისრაელი ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება მალე შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება შეიცვლება — გახდებით უფრო გულწრფელი, დამოუკიდებელი, გაბედული. შეიძლება...

დაწვრილებითDetails

ბედი ზოდიაქოს ამ ნიშნებს განსაკუთრებულ შეხვედრას აჩუქებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

მშვილდოსანი ეს ზაფხული დაგიბრუნებთ სურვილს, გაბედულად შეხვდეთ ახალ ადამიანებს და არ შეეშინდეთ თავგადასავლების. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგიგებთ ისე, როგორც არავინ აქამდე. შესაძლოა, ყველაფერი შემთხვევით დაიწყოს, მაგრამ ეს ადამიანი...

დაწვრილებითDetails

როგორ ადამიანს უნდა მოერიდოთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი თქვენ უნდა მოერიდოთ ადამიანს, რომელსაც ემოციური მიჯაჭვულობა ახასიათებს. მიზეზი მარტივია – თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადი სივრცე და თავისუფლება. ასევე, გიყვართ, როდესაც სხვა ადამიანს მისდევთ, შესაბამისად, პარტნიორი, რომელიც ემოციურად მიჯაჭვულია თქვენზე, უბრალოდ აუტანელი...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციით მიმართავენ, რა გააკეთონ ივლისის თვეში

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ვერძი:  გაფრთხილებთ, რომ კონცენტრირება მოახდინოთ დიდი ხნის პროექტების დასრულებაზე და იფიქროთ რისკიანი, თუმცა ნამდვილი სურვილების განხორციელებაზე. დამატებით, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს ცხოვრებაში ძველი პარტნიორი შეეცდება დაბრუნებას. კურო: გამოიყენეთ თქვენი ესთეტიკური ინტელექტი...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
მთავარი

საქართველოში, პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი - ეთერ ლიაპარტელიანი მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის. „ყველას უღრმესი მადლობა, მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვასახელე ჩემი ქვეყანა და მოვახერხე...

დაწვრილებითDetails

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 7 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავა და 10 ობიექტი დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"