გავრცელებული ინფორმაციით, თელავში, სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში, კაცი ბრმა ტყვიით დაჭრეს.
არსებული ცნობების თანახმად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა იარაღიდან შემთხვევით გაისროლა, ხოლო ტყვია სუფრასთან მყოფ კაცს თავის არეში მოხვდა.
დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.