რესპუბლიკური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ექიმი – თერაპევტის, ცისანა კონცელიძის გარდაცვალების გამო.
ცისანა კონცელიძე, თითქმის, 50 წლის განმავლობაში, ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენი კლინიკის თერაპიულ დეპარტამენტს, გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმით; იყო პაციენტებზე უპირობოდ შეყვარებული ექიმი და ჩვენთვის ნამდვილად გამორჩეული კოლეგა, ადამიანი, რომელსაც უსაზღვროდ აფასებდა და აფასებს სამედიცინო საზოგადოება.
ამ დიდ დანაკლისს ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.