რესპუბლიკის მოედანთან ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ კოლეგებს, რომლებსაც 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მედიის წარმომადგენლებს აქციაზე უჭირავთ იმ ჟურნალისტების ფოტოები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს.
ჟურნალისტები ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან.