აშშ-ში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი პუტინის მარიონეტად მოიხსენია – ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:
„რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს [ ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან] და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც დაანაგვიანეს თავისი სახლები.. მე დღეს კონგრესში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ვისაუბრე და მოვითხოვე, საქართველოს ხელისუფლებამ თავის ქვეყანაში კორუფცია და რუსული გავლენა დაასრულოს”. – წერს პიტ ოლსონი.