LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეზოლუციის N1633-ში, მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად – ბექა ძამაშვილი

რეზოლუციის N1633-ში, მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად – ბექა ძამაშვილი

დაპოსტა 2025/02/17-ში
A A
200
ნახვა
გაზიარება

2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოება. სულ რამდენიმე დღეში აგვისტოს ომიდან, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში ( ICJ), საქმის წარმოების დასაწყებად, რაც შეხება ICC –ის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისმა პროკურორმა, საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წინასწარი მოკვლევა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ძამაშვილის განცხადებით, რეზოლუცია N1633-ში გაკეთებულმა შეფასებებმა, გარკვეულწილად გავლენა მოახდინა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებაზე კერძოდ, „რეზოლუციის მე-5 და მე-11 პუნქტებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები“.

„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ომიდან რამდენიმე დღეში, სამი საერთაშორისო სასამართლო ჩაერთო იმისათვის, რომ გამოეკვლია, რეალურად რა მოხდა აგვისტოს ომის დროს და რა თქმა უნდა, ეროვნულ დონეზე პროკურატურამ დაიწყო ამის გამოძიება.

პირველი განვითარება ამ საქმეში, სანამ რომელიმე სასამართლოში რაიმე ფაქტობრივი გარემოება დადგინდებოდა ან შიდა გამოძიების ეტაპზე რაიმე გარემოება დადგინდებოდა, ორი თვეც არ იყო გასული, პირველი დოკუმენტი, რაც ჩნდება ამ საქმის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არის 2008 წლის 2 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელშიც შეფასებულია ფაქტობრივი გარემოებებიც და გარკვეულწილად, სამართლებრივი შეფასებაც არის მოცემული ომთან დაკავშირებით.

საქართველოსთვის საყურადღებო იყო ორი მიმართულება, რომელმაც, გარკვეულწილად გავლენაც მოახდინა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებაზე: პირველი – ამ რეზოლუციამ საკუთარი შეფასება გააკეთა ომის დაწყებასთან დაკავშირებით და რეზოლუციის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად, აქვე,საუბარი არის, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა. მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული – იქ საუბარია, რომ ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილია ომის დანაშაულები – ეს არის პირდაპირ ჩაწერილი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასევე შეიძლება საყურადღებო იყოს, რომ რუსეთის დელეგაციამ, სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხარე იყო დადანაშაულებული, მათ შორის, რუსეთის მხარე, ხელი არ მოაწერა ამ რეზოლუციას, თუმცა, საქართველოს დელეგაციამ ხელი მოაწერა იმ ჩანაწერს, რაც იყო მათ შორის, მე-5 და მე-11 პუნქტებში. ამ რეზოლუციიდან ასევე შეიძლება საყურადღებო იყოს ერთი პუნქტი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია არაფერი იმისათვის, რომ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში არ გადასულიყო და პირიქით, განმუხტულიყო. თვითონ ამ რეზოლუციის მითითებაც არის, რომ უკვე ის დეტალები, რომლებზეც მათ ისაუბრეს და ზოგადი სურათი გამოკვეთეს, დეტალურად უკვე ამ საერთაშორისო სასამართლოებს – სტრასბურგის სასამართლოს და ჰააგის ორ სასამართლოს, საკუთარი სამართალწარმოების ფარგლებში შეეფასებინათ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

“რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა”- კახა კალაძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. პრემიერმა თქვა, რომ მზად არის თუნდაც ბრიუსელში ჩავიდეს და მოისმინოს არგუმენტები, რა არის პრობლემა, კანონები რატომ წარმოადგენს პრობლემას - დღემდე ერთი არგუმენტი არ...

დაწვრილებითDetails

ლევან გაბედავას საძებრად ქართველების მობილიზებამ ამერიკელი პოლიციელებიც გააოცა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

წალენჯიხელ ლევან გაბედავას, რომელიც აშშ-ში სამუშაოს საძებრად იყო ჩასული და გაუჩინარდა, ადგილობრივი ქართველები შეუსვენებლად ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი (ლევანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) ნიუჯერსის ტყეში, ხეზე იპოვეს და ეს მას...

დაწვრილებითDetails

” უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს” – ნინო წილოსანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა-ნინო წილოსანი
მთავარი

იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს. როგორც ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს, დაყადაღების შედეგად მხოლოდ „17 ლარი მოიჭრა“. „დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც განცხადების ავტორი ნიკა ბაიდაური წერს, გუშინ, დღის პირველი საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან ახალგაზრდა ბიჭს. „დაიკარგა ადამიანი. გუშინ დღის პირველ  საათზე გავიდა...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურში, სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ჩოხატაურში, სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

7 აგვისტომდე პლანეტა მარსი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ეს გავლენა კი ყველაზე შესამჩნევი კარიერული თვალსაზრისით იქნება. აღსანიშნავია, რომ პლანეტა მარსი ცოტახნის წინ ქალწულის ნიშანში შევიდა, სადაც 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე, სადაც ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე, სადაც ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა
მთავარი

ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური - ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა - ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ეგვიპტის,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანს საბედისწერო შემოტრიალება და წინსვლის ბიძგი ელის

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

მთვარისა და მერკურის ასპექტი მოგიტანთ სიცხადეს, სიმარტივეს და მოქმედების ძალას. ეს ასტროლოგიური ასპექტი ხელს უწყობს ნაცნობი საგნების ახალი კუთხით დანახვას, რაც იწვევს ცვლილებისა და წინსვლის სურვილს. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"