რეზერვისტი შალვა გაბუნია
მედალი მხედრული მამაცობისთვის,
2008 წ.
მტერმა სენაკის ბაზის დაბომბვა რომ დაიწყო, ის არც დაჭრილა, არც დაღუპულა. დაჭრილები გამოჰყავდა, მესამე შესვლისას მოხვდა ანასხლეტი.
მოხვდა არტერიაში და… გათავდა ერთი ქართველი ბიჭის სიცოცხლე,
ის არ იყო გამობრძმედილი მეომარი, ის იყო 19 წლის სტუდენტი ბიჭი, დღე-დღეზე ქუვეითში რომ უნდა წასულიყო არაბული ენის შესასწავლად და ქუვეითის ნაცვლად საკუთარი ფეხით რომ ჩავიდა სენაკის ბაზაზე – როგორც შეშვენოდა, მისი აზრით, რეზერვისტს.
დღეს შალვა გაბუნია უკვე მამულისთვის დაღუპულ გმირთა დასშია.
თავის დროზე, დედამისს რომ ეუბნებოდნენ, გამორჩეული შვილი გყავსო, არ იმჩნევდა.
დედას საყვედურობდნენ. დედაც თავს იმართლებდა: რა იყო, ერთი ჩვეულებრივი ბიჭიაო.
ახლაღა ხვდება, რომ ჩვეულებრივი კი არა, გმირი გაუზრდია.
შალვა გაბუნია ფოთში დაიბადა 1989 წელს. ოჯახში პირველი შვილი იყო.
სამშობლოს უსახელო ბიჭები










