LIVE TV
შაბათი, თებერვალი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რეგულაციები, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში

დაპოსტა 2021/01/01-ში
1.2k
ნახვა
გაზიარება

დღეიდან ქვეყანაში სხვადასხვა ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდა.

მათ შორის, ძალაში ბრუნდება გარკვეული შეზღუდვებიც, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესდა.

1 იანვრის 21:00 საათიდან კვლავ იკრძალება გადაადგილება დილის 5 საათამდე.

3 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაიკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ( საუბარია, არასასურსათო მაღაზიებზე). ამასთან, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები – უქმე, ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდება. ამ პერიოდში არ მუშაობენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებსა და რეგულაციებს.

გაზრდილი ტარიფები

2021 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზარდა  ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები. კერძოდ, „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ამასთან, რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება. კერძოდ, ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფის იმ ნაწილს, რომელიც ასევე გაიზრდება, სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის.

მასწავლებელთა ნაწილს ხელფასი გაეზრდება

2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ.

1-ლი იანვრიდან იზრდება პენსიები

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში პენსიები იზრდება. კერძოდ, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

დღეიდან მოქალაქეები ქვეყნიდან გამგზავრებამდე შემოწმდებიან

1-ლი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, არამედ ქვეყნიდან გამგზავრებამდე შეამოწმებენ. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით.

ახალი მოთხოვნები კლინიკებისთვის

2021 წლის 1-ლი იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნების/რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. სექტორისთვის განსაზღვრულია ახალი პირობები, რომელიც დაწესებულებებს ავალდებულებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

რეგულაციები სათამაშოების იმპორტიორებისთვის

2021 წლიდან დაგეგმილია ახალი რეგულაციის ამოქმედება სათამაშოების იმპორტიორებისთვის, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.

2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, წესების ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმება. რეგულაციები მოიცავს ერთი დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა დარეგულირდება. წესები ეხება როგორც ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს და ტრეიდერებს, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. რეგულაცია გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვასაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.

შრომის ინსპექციას უფლებამოსილება ეზრდება

2021 წლის 1-ლი იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება. შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების გარდა, შეამოწმებს შრომის უფლებების დაცვის საკითხს. ამასთან, უკვე დღეიდან შრომის ინსპექციას კომპანიებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლება.

bpn.ge

გაზიარება495

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი

თებერვალი 21, 2026
37
ამინდი

21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   თბილისში...

დაწვრილებითDetails

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 21, 2026
153
მთავარი

ვერძი   ახლა სიჯიუტე და საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასება წაგებიანია. იმოქმედეთ ფრთხილად, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. არც დასვენებისთვის დროის გამონახვა დაგავიწყდეთ.   კურო   ყოველგვარ გაუგებრობებს იოლად მოაგვარებთ, როგორც...

დაწვრილებითDetails

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული პირი, სავარაუდოდ, „კულას“ დამფუძნებელი ივანე გოგლიძეა

თებერვალი 20, 2026
59
მთავარი

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ივანე გოგლიძეა, რომელიც იკავებს ხელმძღვანელის პოზიციას კომპანიებში „ბატონო” და "კულა". ინფორმაციას Bpn.ge ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული...

დაწვრილებითDetails

იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მასწავლებელს ბრალდება წარედგინა

თებერვალი 20, 2026
620
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

დაუყოვნებლივ შეჩერდეს დემონტაჟი და დაიწყოს შესწავლა – სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მერს მიმართავს

თებერვალი 20, 2026
423
მთავარი

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, ყოფილ "საგუბერნიო ციხეში" დემონტაჟის პროცესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ერემეიშვილს მიმართავს. გთავაზობთ ტექსტს სრულად რომელიც თვითმმართველობის კანცელარიაში უკვე ჩაბარდა. "მოგმართავთ ქ. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა...

დაწვრილებითDetails

საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ მათთან, ვინც თავად მომართავენ თხოვნით და მოინანიებენ – პროკურატურა

თებერვალი 20, 2026
51
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციაზე, რომ ბრალდების მხარემ „4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა“ განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ თხოვნით პროკურატურას და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მედიკამენტების ახალი სია, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

თებერვალი 20, 2026
1.3k
მთავარი

„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. უფრო კონკრეტულად, იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელზეც ფასების ზედა ზღვარია დაწესებული, ასობით წამალი დაემატა. „ბიზნესპრესნიუსი“  იმ მედიკამენტების ნაწილის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელზეც...

დაწვრილებითDetails

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია

თებერვალი 20, 2026
141
მთავარი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებს – სტატისტიკა

თებერვალი 20, 2026
79
@?FFKM.3
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მოსახლეობის რაოდენობა, უკვე...

დაწვრილებითDetails

ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა – რას ამბმობს ივანე ჩხაიძე

თებერვალი 20, 2026
177
მთავარი

გრიპი აღარ არის დომინანტური - ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».