მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 273 745 აქტიური ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამათგან ყველზე მეტი ბიზნესი, თბილისში ფუნქციონირებს, კერძოდ, თითქმის 44%, შემდეგია იმერეთი 12%-ით და აჭარა 11,1%-ით.
უფრო კონკრეტულად, თბილისში ჯამში 120 360 აქტიური ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული, იმერეთში 31 571, ხოლო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 30 443.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ბიზნეს აქტივობის კუთხით, რეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
- ქვემო ქართლი – 19 609 (7,2%)
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18 273 (7%)
- კახეთი – 15 389 (6%)
- შიდა ქართლი – 12 461 (5%)
- სამცხე-ჯავახეთი – 10 738 (4%)
- გურია – 6 231 (2,3%)
- მცხეთა-მთიანეთი – 5 870 (2%)
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2 717 (1%)
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – 16 (0,01%)
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ 995 678 ბიზნეს სუბიექტი იყო დარეგისტრირებულ თუმცა, ამათგან აქტიური მხოლოდ 27%-ია.










