LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეგიონებში წყლისა და წყალარინების სისტემების მხრივ 2020 წელს არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება

რეგიონებში წყლისა და წყალარინების სისტემების მხრივ 2020 წელს არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება

დაპოსტა 2019/10/10-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

2020 წელს წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს 256 მილიონი ლარი მოხმარდება, – ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ დღეს პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გალდავას თქმით, წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და 2020 წელს რეგიონებში არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება.

„რომ გადავხედოთ ბოლო 3 წლის სტატისტიკას – 2017 წელს დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელდა 122 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს მოიცავდა ADB-ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამასა და EIB_EPTAF – ქუთაისის წყალარინების პროექტს. 2018 წელს ეს ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონით და შეადგინა 153 მილიონი ლარი, აქ დაგვემატა ახალი დონორორი ორგანიზაცია KfW, რომელმაც იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გამოყო დაფინანსება. წელს ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საერთო ჯამში მივიღეთ 197 მილიონი ლარის დაფინანსება წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის,“ – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

მისივე თქმით, ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები. 2017 წელს 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2018 წელს ეს ციფრი გაიზარდა 15 მილიონამდე, წელს პროექტების განხორციელებაზე 63 მილიონი ლარი იხარჯება, მომავალ წელს კი, გეგმის მიხედვით, პროექტებს 65 მილიონი ლარი მოხმარდება.

ამასთან, დეპუტატების წინაშე ეკატერინე გალდავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია გეგმავს ფინანსური ანგარიშგების მოწესრიგებასა და ERP სისტემის დანერგვას, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას, მათ შორის ხარჯების კაპიტალიზაციას და კონტროლის მექანიზმების შემუშავებას.

„სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით კომპანიის საოპერაციო შედეგების გასაუმჯობესებლად იგეგმება სატარიფო განაცხადის გაკეთება. ასევე, დაფარვის არეალის ზრდა, რაც მიზნად ისახავს 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას და გამრიცხველიანების ნიშნულის გაუმჯობესებას,“ – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტების განხორციელების კუთხით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან. ამ დროისთვის, კაპიტალური პროექტების დაფინანსების წყარო ანუ სასესხო ხელშეკრულების ღირებულება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან 500 მილიონ დოლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკს გამოყოფილი აქვს 180 მილიონი ევრო, გერმანიის განვითარების ბანკს – 100 მილიონი ევრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს – 7,5 მილიონი ევრო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს – 7 მილიონი ევრო. წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

თეგები: 24 საათიანი წყალიინფრასტრუქტურაწყალარინებაწყალი
გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა – როგორია ფასები საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი შემცირდა. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 95.20 დოლარით (-0.75%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 96.57 დოლარია...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ფქვილის იმპორტი 68.2%-ით გაუძვირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 1.331 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 761 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 748 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 44 დოლარით კლებაზე მიუთითებს. ამასთანავე, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

“სასჯელის დამდებებმა გავიხსენოთ, არასწორად მიუზღავ, მოვა ის დროც და იმ სასჯელით გაგასამართლებენ” – მეუფე იაკობის ქადაგება

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ვინც არ უნდა იყოს, მიმტევებლები უნდა ვიყოთ – მეუფე იაკობი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე
მთავარი

ისიც გავიხსენოთ ყველამ, თუნდაც სასჯელის დამდებებმა, რომელი სასჯელითაც მიუზღავ, შეხედავენ, ერთხელაც შეგეშლება, არასწორედ მიუზღავ და იმით გაგასამართლებენ, მოვა ის დროც - ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღეს დიდი შაათის ქადაგების დროს...

დაწვრილებითDetails

ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მძიმე დაზიანებები აქვს და მკურნალობას განაგრძობს – Reuters

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მძიმე დაზიანებები აქვს და მკურნალობას განაგრძობს – Reuters
მთავარი

ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მძიმე დაზიანებები აქვს და მკურნალობას განაგრძობს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის უზენაესი ლიდერის გარემოცვასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ომის დაწყებისას...

დაწვრილებითDetails

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
მთავარი

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14:00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება. უფლის მოწყალების...

დაწვრილებითDetails

“ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები” – მეუფე გრიგოლი

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
“ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები” – მეუფე გრიგოლი
მთავარი

ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები. ერთნი გულში დაფარულად ატარებენ ჯვარს, მეორენი საჯაროდ იწონებენ თავს ქრისტიანობისადმი კუთვნილების გამომხატველი გარეგნული ნიშნებით, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის...

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე…“ – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმოძრავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის ცხრა...

დაწვრილებითDetails

რუსთავში დაკარგული 14 წლის ბიჭი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
„აცვია შავი ქურთუკი და ახურავს შავი კეპი“ – 14 წლის მოზარდს ეძებენ
მთავარი

რუსთავში 5 დღის წინ დაკარგული მოზარდი თბილისში იპოვეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მათი ცნობით, 14 წლის ლუკა კაპანაძე ოჯახთან ერთად, უვნებლად იმყოფება.

დაწვრილებითDetails

შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
შემოსავლების სამსახური Sky News-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებული სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"