“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რეგიონებში საპროტესტო აქციები ქუთაისიდან დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება. ამის შესახებ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მომავალ კვირაში რეგიონში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და სავარაუდოდ, 2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა – აქცია ქუთაისში. ველოდებით, მოსამართელებთან დაკავშირებით კომიტეტს და იქნება პიკეტირება. ეს უნდა იყოს, სავარაუდოდ, სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს – ეს ალტერნატივებია. არ ვიცით, “ქართული ოცნება” როდის იზამს. ხვალ უკვე იგზავნება დოკუმენტი ეუთო-ში, ოდირში და შესაბამისად, მათი პასუხი რაც იქნება, ამასთან არის დაკავშირებული დიდი აქციის თარიღი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უნდა ვიცოდეთ, ბეჭედი უნდა დაესვას იმას, რომ კანონი კონსტიტუციასთან არის შესაბამისი”,-განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, უფრო ფართომასშტაბიან მოძრაობაზე, რომლის კონკრეტული გეგმებიც აქვს ოპოზიციას, საბოლოო შეთანხმებები მომდევნო დღეებში იქნება მიღწეული.
ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გაიმართა.