LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყველას, ვინც კი წლის დასაწყისში თუნდაც ერთი თვის განმავლობაში იღებდა ოფიციალურ ხელფასს მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას – ნათია თურნავა

რა 3 ტყუილი თქვა ეკონომიკის მინისტრმა – გიგლა მიქაუტაძე

დაპოსტა 2020/05/02-ში
A A
88
ნახვა
გაზიარება

„ეკონომიკის მინისტრის 3 ტყუილი“ – ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გიგლა მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრი მიერ გუშინ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას.

მიქაუტაძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული დარჩა ეკონომიკის მინისტრის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციით, რომელიც ცარიელ სიტყვებთან ერთად, არაერთ დამახინჯებულ ფაქტს შეიცავდა:

ტყუილი 1 – საქართველოს ეკონომიკა კრიზისამდე ყვაოდა

თვალებში ნაცრის შეყრაა მინისტრის მიერ სიტუაციის წარმოჩენა ისე, თითქოს საქართველოს საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა კრიზისამდე. 2013-2019 წლებში მშპ-ის საშუალო წლიური ზრდა იყო 4.09 %, რაც ტრაბახის საფუძველი ნამდვილად არ არის ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს არის ზრდა, რომელიც ვერასდროს გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას სიღარიბიდან. დღევანდელმა მთავრობამ მაქსიმალურ ზრდას მიაღწია მხოლოდ 2019 წელს, ისიც 5.1 %-ის ოდენობით, მაშინ, როცა რეგიონის სხვა ქვეყნებმა გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აჩვენეს: სომხეთი 7.6%, ტაჯიკეთში 7.5%, უზბეკეთში 5.6% და ა.შ. უკვე ნათელია, რომ მთავრობა ყველა თავისი წარუმატებლობის კორონაკრიზისზე გადაბრალებას აპირებს, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებას კარგად ახსოვს დაკარგული 8 წელი და არაერთი გაშვებული შესაძლებლობა.

ტყუილი 2 – საკრედიტო-საგარანტიო ფონდი არსებობდა, მაგრამ მასზე მოთხოვნა არ იყო

მისასალმებელია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა „ლელოს“ რეკომენდაცია ბიზნესისთვის საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის თაობაზე. თუმცა, ქალბატონ მინისტრს არ ეკადრება სიტუაციის წარმოჩენა ისე, თითქოს ეს ფონდი აქამდეც არსებობდა, მაგრამ მასზე მოთხოვნა არ იყო. ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი პრობლემა იყო და რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. უკვე ნათელია, რომ გაჟღერებული ინიციატივაც ისეთივე ბუტაფორიული იქნება, როგორც ორი წლის წინ თითქოსდა შექმნილი საგარანტიო ფონდი, რომელიც თვალით არავის უნახავს.

კრიტიკას ვერ უძლებს ვერც პროექტის მოკრძალებული მასშტაბი. მინისტრი საუბრობს 300 მილიონიან საგარანტიო ფონდზე და პოტენციურ 1000 ბენეფიციარ კომპანიაზე, მაშინ, როცა ქვეყანაში 50.000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტია, ხოლო ბიზნესის საკრედიტო პორთფელი 21 მილიარდი ლარი. „ლელოს მოდელის“ მიხედვით ფონდი უნდა დაეფუძნოს სიცოცხლისუნარიან სქემას მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ხოლო მისი მასშტაბი უნდა იყოს 3 მილიარდი ლარი, რათა მან უზრუნველყოს ეკონომიკის მასშტაბური სტიმულირება ახლაც და კრიზისის შემდეგაც. ასევე, აუცილებელია წინაპირობად ჩაიდოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება 80%-იან ნიშნულზე მაინც, რაც მთავრობის გეგმაში არსად ფიგურირებს. ჩვენი გათვლებით, აღნიშნული ფონდი 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნაში ქვეყანაში.

ტყუილი 3 – საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის

„ლელოს“ კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა გუშინ მინისტრმა ჩინეთიდან გასული საწარმოების საქართველოში მოზიდვის სახით. მან დაამატა ისიც, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო კარგი წინაპირობაა ამ გეგმის განსახორციელებლად. იდეა მართლაც კარგია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ საქართველოს მთავრობას დაკარგული აქვს ნდობა და შელახული აქვს რეპუტაცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელოვნურად შეჩერდა ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტი – ანაკლიის პორტი, ხოლო მისი ინვესტორების წინააღმდეგ დევნა დაიწყეს პოლიტიკურად ანგაჟირებულმა სახელმწიფო უწყებებმა. ეს შეფასება ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეკუთვნის. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბოლო წლებში, საქართველოსადმი ინვესტორების ინტერესის პერმანენტულად მცირდებოდა, რაც აისახა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზე – 2018 წელს ის შემცირდა 35 %-ით, ხოლო 2019 წელს არ გაზრდილა.

„ლელოს მოდელით“ სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ირგვლივ არსებული სპეციალური ეკონომიკური ზონა შეიძლება გახდეს მთავარი მიზიდულობის ცენტრი ინვესტიციებისთვის, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პორტისა და ქალაქ ანაკლიას განვითარების გეგმა. დღევანდელი მთავრობა კი ყველანაირად ხელს უშლის ამ გრანდიოზული იდეის ხორცშესხმას და ამისთვის მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს. ამიტომ მინისტრის განცხადებები, სამწუხაროდ, მხოლოდ ცარიელ სიტყვებად უნდა მივიღოთ, რომელიც არაერთხელ გაჟღერებულა მის და მისი წინამორბედების მიერ,“-წერს მიქაუტაძე.

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.   პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
გარდაიცვალა გიული ცხადაძე
მთავარი

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს...

დაწვრილებითDetails

კურსებში დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 
მთავარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა....

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ  646`509 ლარი გამოყო.  NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...

დაწვრილებითDetails

“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში
მთავარი

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 26 წლის სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ტრან­სპორ­ტი მო­ცურ­და...

დაწვრილებითDetails

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

18-19 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

18-19 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი   18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"