სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების პარალელურად, კლინიკებში ადგილების დეფიციტია.
“გადავსებულია ყველაფერი. ახლა ვერ შევძლებ ვერც ერთი პაციენტის მიღებას”,- ამბობს ლევან ბესელია ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი.
ადგილების ნაკლებობაა საპატრიარქოს კლინიკაშიც. რეანიმაციული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მძიმე პაციენტებს ვეღარ მიიღებენ:
“მძიმე პაციენტზე, რომელიც არის გათვლილი ჟანგბადიანი საწოლი აღარ არსებობს. ცხელებაში ორი ადგილი იყო, დავაწვინე ორი ადამიანი. თერაპიის განყოფილება სავსეა, რეანიმაციის განყოფილება სავსეა”,- თქვა თინათინ დარჩიამ.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.