პირბადის და წესების დაცვა უკვე ერთგვარ პატივისცემად ჩამოყალიბდა. მატარებელში ცხადია ასეთი წესები მოქმედებს, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა, დაჩი ცაგურიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„შევეცადოთ ბილეთები ონლაინ შევიძინოთ, ყველა საშუალებაა ამისთვის, რომ აუცილებელი არაა სალაროსთან მისვლა. ადამიანებს, ვისაც არ აქვს ტექნიკური საშუალება და ამის უნარები, მხოლოდ მაშინ მოვიდნენ სალაროსთან. ასევე ჩვენი თხოვნაა სახლიდან გამოსვლამდე მგზავრმა ტემპერატურა გაიზომოს.
მატარებელში შესვლამდე ყველა მგზავრი თერმოსკრინინგს გადის. მგზავრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირბადე და მთელი მგზავრობის განმავლობაში ის უნდა ეკეთოს. თერმოსკრინინგის შემდეგ მგზავრმა დეზობარიერი უნდა გაიაროს და ხელი სპეციალური ხსნარით დაიმუშაოს. მგზავრს შეუძლია ეს ხსნარი მგზავრობის დროს განუსაზღვრელად გამოიყენოს, რამდენჯერაც მოესურვება, ხელი იმდენჯერ დაიმუშაოს. მგზავრს მატარებელი გაგრილებული დახვდება. მატარებელი, ისევე როგორც თვითმფრინავი, აღჭურვილია სპეციალური ფილტრებით, რომ შიდა ჰაერი ისე არ ცირკულირდეს, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყოს“, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.










