LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უნდა მოვაშოროთ ბევრი არასაჭირო რეგულაცია, რომელიც თითქმის ყველა სფეროშია – მიხეილ სააკაშვილი თავის გეგმებზე საუბრობს

რა წერია ,,ნაციონალური მოძრაობის” საგანგებო განცხადებაში

დაპოსტა 2021/10/26-ში
A A
337
ნახვა
გაზიარება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

პარტია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში, აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სიკვდილის ტოლფასია.

 

პარტია კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება.

 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“უკვე 25 დღეა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. მისი შიმშილობა უკვე იმ ფაზაშია შესული, როცა ნებისმიერ წუთში შესაძლებელია უკიდურესად დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაწევა. 2021 წლის 23 ოქტომბერს გამართული კონსილიუმის სხდომაზე, კომისიამ უმაღლესი კვალიფიკაციის შემადგენლობით დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მაღალი კლასის კლინიკაში, როგორსაც ციხის საავადმყოფო არ წარმოადგენს.

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს, სწორედ ციხის საავადმყოფოში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლებული იქნება ადეკვატურ მკურნალობას და ასევე უმძიმესი პრობლემა შეექმნება მის უსაფრთხოებას.

 

იგივე დასკვნები გაასაჯაროვა სახალხო დამცველმაც, რის გამოც, “ქართულმა ოცნებამ” მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო. საქართველოს ხელისუფლების სახელით, დღეს გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა, სამთავრობო ტრიბუნიდან, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ამავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ პრემიერ-მინისტრი, თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის ლიდერები.

 

აქვე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში, აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელს არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება.

 

საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს. აქვე მივმართავთ ქართულ საზოგადოებას, ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიების, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში.

 

მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება ხელისუფლების მიერ მისი მკვლელობის ტოლფასია და კიდევ ერთი უმძიმესი შედეგები მოყვება, როგორც პოლიტიკურ ასევე ისტორიულ ჭრილში. კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოებისგან მიიღებთ უმძიმეს პასუხს და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლეზე სრულად გეკისრებათ თქვენ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს მესამე პრეზიდენტი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 25 დღეა შიმშილობს.

გაზიარება135

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – რიკარდ იოზვიაკი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
“ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი”- რიკარდ იოზვიაკი
მთავარი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში “ელიაობას” Goofy Lnad-ის კონცერტი აღარ გაიმართება – შესყიდვა გაუქმებულია

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის ჩამოსვლა იგეგმებოდა. ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც ჯგუფისთვის,  მომსახურებაში 27 000 ლარი უნდა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ ჩხენისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ცნობილია არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.  რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დაწვრილებითDetails

სად არის გიურზას გავრცელების არეალი-ჰერპეტოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ...

დაწვრილებითDetails

რეტროგრადული მერკური ამ 2 ზოდიაქოს ნიშანს ყოფილებთან დააახლოებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

მერკურის რეტროგრადული პერიოდი გვპირდება, რომ კვლავ შეგვახსენებს წარსული თავს. ტრადიციულად, ამ დროს ძველი ნაცნობები და დაუმთავრებელი ისტორიები ბრუნდება. განსაკუთრებით ეს ორი ზოდიაქოს ნიშანში ვლინდება: მერწყული მერწყულისთვის, როგორც მერკურის რეტროგრადული მოძრაობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბოლო რეკომენდაციები ეკლესიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როცა თავსმოხვეული არ იქნებოდა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამის ფონზე ევროპელთა რეკომენდაციებში დიდ გაწბილებას...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება
მთავარი

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას განცხადებით, დღეიდან, სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება. მისივე ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში განსაზღვრული პირობები და დოკუმენტები ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც...

დაწვრილებითDetails

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

წალენჯიხელი ლევან გაბედავა, რომელსაც აშშ-ში მყოფი ქართველები ერთობლივად ეძებდნენ, სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ნიუ-ჯერსიში, ტყეში იპოვეს. ქუჩის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ გაიარა პარკინგის საკმაოდ დიდი ტერიტორია ზურგჩანთით და შევიდა ტყეში....

დაწვრილებითDetails

სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ და ახსნას ვითხოვთ, რას ითხოვენ ჩვენგან”- არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

ყველამ კეთილი ინებოს და ახსნას, რას ითხოვენ ჩვენგან - „ქართული ოცნება", ჩვენს ხალხთან ერთად, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არასოდეს იტყვის და არასოდეს დაუშვებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს, რითაც შემდეგ რევოლუციების დაფინანსება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"