აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა სააგენტომ დედამიწის მონიტორინგის ყველაზე მძლავრი თანამგზავრი, Landsat 9, ორბიტაზე გაუშვა. ამის შესახებ გამოცემა ВВС წერს.
გამოცემის ცნობით, რაკეტა კალიფორნიის ვანდერბერგის კოსმოსური ბაზიდან 27 სექტემბერს, 21:12 საათზე გაგზავნეს.
იგი აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის კამერით და მგრძნობიარე ინფრაწითელი სენსორით, რომელსაც ერთად შეუძლია აჩვენოს დედამიწა 11 სპექტრულ ზოლში და უზრუნველყოს სურათები 15 მეტრამდე გარჩევადობით.
Landsat 9 დედამიწის გარშემო ბრუნავს პლანეტის პოლუსებიდან დაახლოებით 700 კილომეტრის სიმაღლეზე.
მოწყობილობას შეუძლია დაფაროს მთელი პლანეტა მხოლოდ რვა დღეში.