ხვალიდან ორი დიდი ქალაქი – ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება და იქ შესვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება – ამის შესახებ, პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ასევე ხვალიდან ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობა და სამშენებლო საქმიანობა დასაშვები ხდება.
კერძოდ, გიორგი გახარიას თქმით, 5 მაისიდან სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ნებართვები საქმიანობის აღდგენის მიზნით. ასევე ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ საქმიანობის განხორციელება ავტოსარემონტო ობიექტებს.









