LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა შეზღუდვები დარჩა ძალაში საგანგებო რეჟიმის გაუქმების შემდეგ

დაპოსტა 2020/05/23-ში
364
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რა შეზღუდვები იხსნება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ და რა რჩება ძალაში.

“23 მაისიდან, ანუ დღეს ღამის 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს „კომენდანტის საათიც“. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავ გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ კოვიდ 19-ის გავრცელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა რისკის ქვეშ არ დადგეს ჩვენი მოქალაქეების უმთავრესი ღირებულება-მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც, დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მინდინარეობს. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

უქმდება ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

ასევე, უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან, ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ.

ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინი პროდუქტის ექსპორტი იმ პროდუქციაზეა საუბარი, რომელიც აუციელებლია კოვიდ 19-თან ბრძოლაში”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება შეზღუდვებს, რომელიც ძალაში რჩება.

“23 მაისის შემდეგაც, ძალაშია შემდეგი შეზღუდვები, რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურებაზე, ასევე ამ ეტაპზე სასტუმროებს ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზღუდული გარდა ონლაინ ვაჭრობისა.

ასევე, შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.

შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წამორდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან.ხოლო, თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო.

ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. აღნიშნული საბჭო სრული დატვირთვით გააგრძელებს ფუნქციონირებას და ასევე, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და იფუნქციონირებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, იმ ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გატარდა, მოგვცა შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ტურისტებს.

“ამ მიზნებისთვის, 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს პირველი საერთაშორისო ტურისტები, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით. და ბოლოს, მაშინ, როდესაც უქმდება სამართლებრივი შეზღუდვები და იხსნება შეზღუდვების ფართო სპექტრი, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

გაზიარება146

დაკავშირებული -პოსტები

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

თებერვალი 17, 2026
63
ამინდი

17 თებერვალი - სამშაბათი   დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით...

დაწვრილებითDetails

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 17, 2026
300
მთავარი

ვერძი   დღეს, სამსახურში მოსალოდნელია ურთიერთგამომრიცხავი სიტუაციები, მოულოდნელობები. დააკვირდით ირგვლივ მყოფებს, მოსალოდნელია არასტაბილური ემოციური მდგომარეობა.   კურო   მოუფრთხილდით ნერვებს, მოთოკეთ ემოციები, ზოგადად, მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.  ...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი ისევ გაიზარდა

თებერვალი 16, 2026
243
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასი ისევ იზრდება. ბიზნესპრესნიუსი აქვეყნებს Gold price-ს მონაცემებს, რომლის თანახმად, თბილისის დროით 12:30 საათზე ერთი უნცია 5 006 დოლარი ღირს. ამასთან, 76.84 დოლარი ღირს უნცია ვერცხლი....

დაწვრილებითDetails

ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა ცნობილია

თებერვალი 16, 2026
1.5k
მთავარი

თელავში ხანძრის შედეგად დაღუპული 75 წლის ქალი, რუსული ენისა და ლიტეტრატურის სპეციალისტი, ლუდა ბანოვსკაიაა. ქალი სახლში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც ალმოდებული შენობის დატოვება მოასწრო. შენობა ნაწილობრივ დაიწვა, შიგნით დარჩენილი ქალი კი,...

დაწვრილებითDetails

მეუფე იაკობი ამერიკაში იმყოფება

თებერვალი 16, 2026
89
მთავარი

მეუფე იაკობი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

თებერვალი 16, 2026
34
მთავარი

დღეს, 18:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერი მედიასთან გააკეთებს კომენტარს

დაწვრილებითDetails

ვისთვის შეიცვლება ცხოვრება რადიკალურად 17 თებერვლიდან – ასტროლოგები ასახლებენ

თებერვალი 16, 2026
306
მთავარი

17 თებერვალი ასტროლოგიურ კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ამავდროულად რადიკალური ენერგიების მქონე დღეა. ეს არის პერიოდი, როდესაც ცაზე ენერგეტიკული "გადაწყობა" ხდება - მზე ემზადება თევზების ზოდიაქოში გადასასვლელად, რაც მერწყულის რაციონალურ,...

დაწვრილებითDetails

“აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა” – რა შემთხვევაში იქნება დასაშვები 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტი

თებერვალი 16, 2026
57
მთავარი

საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. საკითხის ირგვლივ მოქალაქეების მხრიდან არაერთი კითხვა ისმის, მათ შორის, იმ პირებს, რომლებმაც ახლახანს...

დაწვრილებითDetails

სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

თებერვალი 16, 2026
1.8k
მთავარი

ქობულეთის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. სავარაუდო მიზეზი ბულინგია. თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი....

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 16, 2026
291
მთავარი

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».