ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა.
საახალწლოდ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებისათვის ჯამში 66 400 ლარის ტენდერი გამოცხადაა.
კონკრეტულად საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია 37 000 ლარს გამოყოფს. თანხაში შედის ნაძვის ხის ანთების ცერემონიისთვის და სახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების მოწყობის სამუშაოების ორგანიზება. რაც შეეხება ღონისძიებებს ტენდერის მიხედვით საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 13:00-დან 17:00 სთ-მდე, კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა გაიმართება. ქალაქში იმოძრავებენ ცნობილი ადამიანების და კინოგმირების ფორმაში გადაცმული მსახიობები, ასევე სანტა კლაუსები და თოვლის ბაბუები. გაიმართება დრამერების მსვლელობა. წინასაახალწლო განწყობას შექმნიან ასევე ჟონგლიორები და ილუზიონისტები. ტრადიციულად, გამოჩნდებიან პანტომიმის მსახიობები. იგეგმება ცეცხლოვანი შოუს გამართვა. მომზადდება გოზინაყი, ხაჭაპური და პატარებს დაურიგებენ ტკბილეულს.
31 დეკემბერს, , ქალაქის ცენტრში გაიმართება გალა კონცერტი. ახალი წლის დადგომა კი ფერადი ფოიერვერკით აღინიშნება.
ამას გარდა, ქუთაისის მერიამ გამოაცხადა 14 400 ლაიანი ტენდერი, რომლიტად საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ბავშვებისათვის 1 600 ცალი ნობათი უნდა შეიძინონ.
ასევე წლის ბოლოსთვის ახალგაზრდული ღონისძიებების შემაჯამებელი საღამოს ორგანიზებისთვის გამოცხადდა 5 000 ლარიანი ტენდერი.
„წლის წარმატებული სპორტსმენების საზეიმო მიღების” ორგანიზებისთვის კი მერია 10.000 ლარიან ტენდერს აცხადებს.