1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქუთაისის 1-2 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
გთავაზოვთ განრიგს:
1 ივნისი
12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) – ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
12:00სთ. 14:00სთ. “მხიარული ჯამბაზები” – ნიღბების თეატრი (ხარაზოვის ბაღი);
13 :00 სთ. საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტი – ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი;
13:00 სთ. საბავშვო -გასართობი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ანიმაციური გმირები, ტკბილეულით გამასპინძლება – „ვერიკოს სკვერის“ მიმდებარედ;
14:30 სთ. “ცრუპენტელა მელაკუდა”- ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
2 ივნისი
12 :00 სთ. -20:00 სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ) – ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი.