მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 694 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.35%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 72.8 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 0.31%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს, ოქროს და ვერცხლის ფასი აქაც სტაბილურ ნიშნულზეა. 1 გრამი 999 სინჯის ფასი 414 ლარია, 750-სინჯიანი – 310 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 242 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 6.78 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.42 ლარად არის შესაძლებელი.










