მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 724 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.41%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 71.22 დოლარი ღირს, რაც წინა დღესთან შედარებით 8.07%-ით ნაკლებია.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს. 1 გრამი 999 სინჯის ფასი 391.6 ლარია, 750-სინჯიანი – 293.7 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 229.1 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 5.63 ლარია, ხოლო 875-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 4.93 ლარად არის შესაძლებელი.










