საქართველოში ოქროს ფასი მცირედით გაიზარდა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 379 ლარი ღირს, 750-სინჯიანი – 284 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 221 ლარია.
რაც შეეხება ვერცხლის ფასს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 4.24 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის – 5.30 ლარი.










