მსოფლიო ბირჟებზე მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები ეცემა.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 228 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 5.85%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 64.75 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 4.60%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
რაც შეეხება საქართველოს. 1 გრამი 999 სინჯის ფასი 419 ლარია, 750-სინჯიანი – 314 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 245 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 6.97 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.58 ლარად არის შესაძლებელი.









