LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა ქონებას ფლობს სანქცირებული კირილე

დაპოსტა 2022/05/07-ში
319
ნახვა
გაზიარება

სანქციები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ. ევროკომისიამ პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პერსონალური აკრძალვების დაწესების რეკომენდაცია გასცა – დასავლური მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ახალი სანქციები 58 ადამიანის წინააღმდეგ წესდება და მათ შორისაა პარტიარქი კირილიც.

 

რუსეთის პატრიარქი ამტკიცებს, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს და არავისთან სდომებია ბრძოლა. ეს უთხრა მან რომის პაპსაც, საუბრისას კირილი ფრანცისკეს 20 წუთის განმავლობაში არწმუნებდა თუ რა გამართლება აქვს ომს.

 

რუსეთის სულიერი მოძღვარი მისი მდიდრული ცხოვრების წესის გამო არაერთხელ აღმოჩნდა სკანდალის ეპიცენტრში, თუმცა ეპოქალურ სკანდალში 2012 წელს აღმოჩნდა. ინტერნეტში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც მას 30 ათასი დოლარის ღირებულების შვეიცარული ფირმის საათი უკეთია. ფოტო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე იდო.

 

დიდი აუზრაურის შემდეგ ორიგინალი ფოტო საიტიდან აიღეს და ფოტოშოპით დამუშავებული სურათით ჩაანაცვლეს. ასე გაქრა პატრიარქის მაჯიდან საათი. თუმცა, ფოტოს დამუშავების მიუხედავად, მაინც შესამჩნევი იყო მაგიდის პრიალა ზედაპირზე დარჩენილი საათის ანარეკლი.

 

ამიტომ, რუსეთის საპატრიარქომ, რომელიც თავდაპირველად პატრიარქის მაჯაზე ძვირადღირებული საათის არსებობის ფაქტს უარყოფდა, შემდეგ ბოდიში მოიხადა ფოტოს დამუშავებისთვის.

 

ბოდიში მოიხადა თვითონ პატრიარქმაც და პირობა დადო, რომ ის აღარასოდეს გაიკეთებდა უცხოური ბრენდების ძვირადღირებულ საათებს და გამოიყენებდა მხოლოდ რუსული ბრენდების იაფასიან საათებს, თუმცა ეს პირობა მან მალევე დაარღვია.

 

პატრიარქი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ 2018 წელს აღმოჩდა, როდესაც მის მაჯაზე უკვე 16 000 დოლარიანი ღირებულების საათი შენიშნეს. შვეიცარული საათი ბრილიანტის თვლებით არის მორთული და მას ნიანგის ტყავისგან დამზადებული სამაჯური აქვს. საათი, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც პატრიარქი კირილი ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო – “ზნეობრივი ფასეულობები და კაცობრიობის მომავალი”.

 

უფრო მოკრძალებული, დაახლოებით ათასი დოლარის (55 850 რუბლის) ღირებულების, ფინური ფირმის სპორტული საათი პატრიარქის მაჯაზე ჟურნალისტებმა 2019 წლის ნოემბერში შენიშნეს, როდესაც პატრიარქი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა.

 

ძვირადღირებული საათის კოლექციის გარდა, რუსეთის პატრიარქის მფლობელობაშია სასახლე გელენჯიკში, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული რეზიდენციაა. მისი ღირებულება ნახევარი მილიარდი დოლარია. პატრიარქის მეზობლები კი, ჟურნალისტების თქმით, პუტინი და მედვედევი არიან.

 

პატრიარქის ძირითადი, ოფიციალური რეზიდენცია მოსკოვის ოლქში მდებარეობს. მისი მოწყობა კირილემ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრიარქი გახდა, რადგან რეზიდენციის იმდროინდელი მდგომარეობა მის გემოვნებას და მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. 2,5 ჰექტარზე გადაჭიმულ რეზიდენციაში 22 000 ევროს ღირებულების ავეჯი სპეციალური შეკვეთით კირილემ იტალიიდან ჩამოატანინა. რეზიდენციაში მოწყობილია ჯანმრთელობის ცენტრი, ასევე ავტოსადგომიც.

თეგები: კირილერუსეთის პატრიარქი
გაზიარება128

დაკავშირებული -პოსტები

-11 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

იანვარი 20, 2026
6
ამინდი

20 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.   თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0. ბათუმში თოვას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე...

დაწვრილებითDetails

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 20, 2026
137
მთავარი

ვერძი კარგი დღეა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და მოგზაურობისთვის. გაგიტაცებთ რომანტიკული თავგადასავლები. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. კურო მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. განსაკუთრებით, განბაჟებისას და გადასახადების გადახდისას. ახალი შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ. ტყუპი...

დაწვრილებითDetails

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1.1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
54
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
68
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
64
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
130
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
60
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
411
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1k
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».