LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა ფსიქოლოგიური სტრესები დგას დაავადებების უკან – როგორ განვიკურნოთ

დაპოსტა 2019/10/02-ში
376
ნახვა
გაზიარება

სწავლულები მიდიან დასკვნამდე, რომ ყველა დაავადების მიზეზი ჩვენს გონებაში ბუდობს. ადამიანები ქვეცნობიერი შიშების გამო ავადმყოფობენ. ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, ჩვენი ჩახშული ემოციების, განდევნილი აზრების, შიშების მატერიალიზაციაა მხოლოდ. მისი ფიზიკური გამოვლინება. სხეული სულიერი მდგომარეობის ანარეკლია, მისი სარკე და მკურნალობაც მხოლოდ სულიერ დონეზე ხდება შესაძლებელი. თავის ტკივილს გამაყუჩებელი მხოლოდ დროებით შველის, სანამ მიზეზს არ ვუმკურნალებთ, მორჩენაზე საუბარი ზედმეტია.

ისინი, ვინც სულიერი სიმშვიდის მიღწევას ახერხებენ, თავს ბედნიერად გრძნობენ, შეუძლიათ სიხარული, სიყვარული, სწამთ, სჯერათ, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, იშვიათად ხდებიან ავად და დიდხანს ცოცხლობენ. პოზიტიური ემოციები აჯანსაღებს.

გთავაზობთ ზოგიერთი ავადმყოფობის ფსიქოლოგიურ მიზეზებს, რადგან მათი გაცნობიერება, ამ ავადმყოფობებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ:

 

სიმსივნე – დაგროვილი წყენებია, შეუხორცებელი იარები. უსიხარულობა. სული დაღლილია და სხეულიც ამ დაღლას პასუხობს – უჯრედები კვდომას იწყებენ. სასქესო ორგანოების სიმსივნეები უჩნდებათ იმათ, ვინც ქვეცნობიერ დონეზე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე არიან გაბოროტებულნი. რაც შეეხება საშვილოსნოს, მკერდის კიბოს – ეს დედობის ქვეცნობიერი შიშია.

სიმსუქნე – შიში და გარემო ფაქტორებისგან დაუცველობის შეგრძნებაა. განუხორციელებელ მიზნებზე დარდი, საკუთარი თავის სიბრალული იმის გამო, რომ სიყვარული აკლია. შეიძლება მშობლების მიმართ დაგროვილი ბრაზიც კი მატერიალიზდეს ამ ფორმით, თუკი წონის მომატება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია.

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები – ადამიანს არ სურს იმ მოვლენების მიღება, რაც მის ირგვლივ ხდება/ ძუნწობა, სიღატაკე, სიღარიბის შიში, შური.

მსხვილი ნაწლავი – კომფორტის ზონაში ჩაკეტვა, ცვლილებების შიში, სტაბილურობისაკენ გადამეტებული სწრაფვა, სიჯიუტე, უმოქმედობა, ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა.

წვრილი ნაწლავი/კისტა – მოქმედების შიში, მხოლოდ სხვების გავლენის ქვეშ მოქმედება.

მეტეორიზმი – სიხარბე.

ბუასილი – შიში, რომ ვერ გაართმევ თავს პრობლემებს.

უმადობა – სიახლეების შიში.

ალერგია – საკუთარი შესაძლებლობებზე უარის თქმაა.

გრიპი – ნეგატიურ გარემოზე რეაქცია.

გაციება – გაღიზიანება, ნევროზი.

კენჭები – ვინმესადმი მტრული დამოკიდებულება, გამოუთქმელი პრეტენზიები.

პირის ღრუ – ეძებეთ ახალი იდეები, გაიხსენით ახალი შაბეჭდილებებისთვის, ეცადეთ სხვა კუთხიდან შეხედოთ იმას, რაც გგონიათ, რომ იცით.

კბილების პრობლემები – მერყეობა, გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა.

კბილები და ღრძილები – აგრესიის ჩახშობა იმის შიშით, რომ სიყვარულს და აღიარებას დაკარგავთ. იყავით გულწრფელი, ეცადეთ აგრესია კი არ ჩაკლათ, არამედ შემოქმედებით ენერგიად აქციოთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვები.

კბილების ღრჭიალი ღამით – გაუცნობიერებელი აგრესია.

ქვები კბილებზე – გადაუწყვეტელი პრობლემები. გააცნობიერე და გადაწყვიტე.

ფილტვები – შიში, რომ არ მოგისმენენ, ვერ გაგიგებენ, შინაგანი შეზღუდვები.

ხველა – რაღაცისგან გათავისუფლების სურვილი. ამ დროს ენერგეტიკული წმენდა მიმდინარეობს.

ყელი – ბავშვებში ეს მშობლების კონფლიქტებზე რეაქციაა. ზრდასრულ ასაკში კი მაშინ ხდება, როცა ადამიანი თავს იკავებს რაღაცის თქმისგან, “ყლაპავს” სათქმელს.

პანკრეასი/შაქარი, დაბალი იმუნიტეტი – ძალაუფლებისკენ გადამეტებული სწრაფვა, ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, წყენა, უკმაყოფილება.

ნერვული სისტემა, ფსიქიკური პრობლემები – სამყაროს გაკვეთილების მიღებაზე უარის გაცხადება. ფსიქიკური პრობლემები შინაგანი კონფლიქტისას ყველაზე ხშირია, როცა ადამიანს რეალობის მიღება უჭირს, ცდილობს თავი მოიტყუოს, სიმართლისთვის თვალის გასწორება არ სურს. კონფლიქტია სურვილებსა და საჭიროებებს შორის, გონებასა და გრძნობებს შორის და ა.შ.

უძილობა – გადაუჭრელი პრობლემები, შიშები, რომელსაც გაურბიხართ. ქვეცნობიერი გაიძულებთ ამ ყველაფერზე დაფიქრდეთ და დაძინების საშუალებას არ გაძლევთ.

გული – სიხარულის ნაკლებობა, სიყვარულის გამოხატვის შიში, ემოციების ჩახშობა. შესაძლოა იყოს დანაშაულის შეგრძნებაც. დარდი, რომლითაც ვერაფერს ცვლით.

ინფარქტი/ინსულტი – ბოღმა, დაგროვილი წყენა და ბრაზი. ეს იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც მთელ ცხოვრებას ომში ატარებენ, მიზნის მიღწევისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელნი, ახშობენ ემოციებს. სტატისტიკურად, ინფარქტი და ინსულტი მამაკაცებში უფრო ხშირია, რადგან ისინი საკუთარ თავს ტირილის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ქალებიც მალავენ ხშირად ამას. გამოიტანეთ ყველაფერი გარეთ!

დამბლა – ბედით უკმაყოფილება.

შარდის ბუშტი/ ცისტიტი/ინფექციები – სექსუალური ემოციების შეზღუდვა.

თირკმელები/ნეფრიტი/ხერხემლის ტკივილი/ეპილეფსია/კრუნჩხვები – გარემოსთან უსიამოვნებები, გარემოთი უკმაყოფილება, მისი საკუთარ ჭკუაზე გადაკეთების სურვილი, უწესრიგობის შიში.

ხერხემალი – დასაყრდენის არ ქონა. გამრუდება ემართებათ იმ ბავშვებს, რომელთაც, როგორც წესი სუსტი, უნებისყოფო მამა ყავთ.

პერიკარდიტი (ტკივილები მკერდის არეში)-სექსუალური სიახლოვის შიში.

დიაბეტი – სიყვარულის არ მიღება, დაბლოკვა. ადამიანებზე განაწყენება. ცხოვრებით ტკბობის უუნარობა.

ნაღვლის ბუშტი (მხრები, სახე, მხედველობა) – საყვარელი ადამიანის გაგების, მისთვის პატიების უუნარობა.

ღვიძლი/სასქესო ორგანოები – საკუთარი ნეგატიური აზრების და ქმედებების გამართლების მცდელობა, დარწმუნებულობა იმაში, რომ აქვს საფუძველი იყოს ნაწყენი და გაბრაზებული, გაბოროტება.

თვალები:

მხედველობის დაკლება, დაკარგვა – რეალობის აღქმის სურვილის დაკარგვა.

კონიუქტივიტი – კონფლიქტების თავიდან არიდების მცდელობა.

დალტონიზმი – საჭიროა სამყაროს ერთიანობის და ამავე დროს მრავალფეროვნების გაცნობიერება.

ჯიბლიბო – ჩახშული ბრაზი ვინმეს მიმართ.

კატარაქტა – ეცადეთ სინათლე საკუთარ თავში დაინახოთ, ყველაფერი თქვენშია.

გლავკომა – საჭიროა საკუთარი სევდისთვის თვალის გასწორება, იგნორირებული ტკივილების გაცნობიერება, დაუღვრელი ცრემლების დაღვრა. ეს შეკავებული ემოციებია. რაღაც გამოსაგლოვი დაგრჩათ, უნდა გამოიგლოვოთ და ახალ ეტაპზე გადახვიდეთ.

ახლომხედველობა – მეწვრილმანეობა, საჭიროა მსოფლხედველობის გაფართოვება, გონებისთვის ახალი ჰორიზონტების გახსნა.

სიელმე – იყავით გულწრფელი.

შორსმხედველობა – საერთო სურათში დეტალები მხედველობის არედან გრჩებათ.

ცხვირი – საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა გჭირდებათ. ადამიანებისგან, პრობლემებისგან დასვენება. ძალები უნდა მოიკრიბოთ და შემდგომ ეტაპზე კონფლიქტები დაალაგოთ.

ყურები – რაღაცის გაგება არ გსურთ, რამე ფაქტის მიღება. ყური დაუგდეთ შინაგან ხმას. უსმინეთ და ისწავლეთ.

კისერი – შიში, ემოციების ჩახშობა, უსიამოვნებები. იყავი შენი თავი.

ანემია – სიხარულის, ენერგიის, დინამიურობის ნაკლებობა. ეცადეთ, ისწავლოთ ბავშვივით აღტაცება.

ჰიპერტონია – მოუგვარებელი კონფლიქტები. რაც იყო, იყო. გადაწყვიტეთ და გადადით შემდეგ ეტაპზე.

ფეხები – ცხოვრებაში თქვენი გზა უნდა ნახოთ და იპოვოთ სამუშაო, რომელიც მოგწონთ. ეს მატერიალური პრობლემების გამო წუხილიცაა. ეცადეთ ბედნიერი იყოთ იმით, რაც გაქვთ. ეს ხელს არ შეგიშლით უკეთესობისკენ სწრაფვაში.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება – მოქნილობის ნაკლებობა. შინაგანი შებოჭილობა. გათავისუფლდით და სისხლიც თავისუფლად იმოძრავებს თქვენს ძარღვებში.

რევმატიზმი – სიყვარულის დეფიციტი.

პროსტატა – ზედმეტი სექსუალური ამბიციები და სიბერის შიში.

იმპოტენცია – ემოციებში გონებით ხელმძღვანელობა. უსიყვარულობა.

რადიკულიტი – მომავლის შიში.

მეჭეჭები – საკუთარ თავთან კონფლიქტი, საკუთარი ნეგატიური მხარეების ვერ მიღება.

 

თუკი ადამიანი სიყვარულს ვერ გრძნობს, ეჭვი ეპარება იმაში, რომ უყვართ, იმუნიტეტი უსუსტდება.

 

intermedia.ge

თეგები: გარემოს გავლენადაავადებასტრესიფსიქოლოგია
გაზიარება179

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა

სექტემბერი 29, 2025
41
მთავარი

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ...

დაწვრილებითDetails

უნდა გამოვრთოთ თუ არა ღამით Wi-Fi როუტერი – ექსპერტის განმარტება

სექტემბერი 29, 2025
680
მთავარი

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, თვლის, რომ ღამით აუცილებელია ყველა გაჯეტისა და ელექტრო მოწყობილობის გამორთვა. ამასთან, ინტერნეტ ტექნოლოგიების დარგის ექსპერტებმა ზუსტი პასუხი გასცეს კითხვაზე, რეალურად არის თუ არა საჭირო როუტერის...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე – ოქტომბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2025
1k
მთავარი

2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, 1-ელი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

სექტემბერი 29, 2025
21
მთავარი

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ათეულობით მძიმე ტექნიკა. ადიდებულ მდინარეებზე ნაპირსამაგრი ჯებირები ეწყობა. დროებითი საყრდენით ამოავსეს დაზიანებული ხიდი და ამ დროისთვის სოფელ ბაისუბანთან სამანქანე მოძრაობა აღდგენილია. ზარალის ზუსტ...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს თავისუფლები არიან

სექტემბერი 27, 2025
67
epa04846467 Barded wire of the border between the Georgian breakaway region of South Ossetia and Georgia in the village of Khurvaleti, some 60 kms from Tbilisi, Georgia, 14 July 2015. According to media reports, protesters came out in protest against what they called 'creeping annexation' after Russia border guards allegedly altered border markings, encroaching on Georgian territory.  EPA/ZURAB KURTSIKIDZE
მთავარი

არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან.   ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.   „ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, –...

დაწვრილებითDetails

28-29 სექტემბერს ქუთაისიდან იზღუდება მოძრაობა- ნახეთ დეტალები

სექტემბერი 27, 2025
3.7k
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. გუმათი) მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 09:00 სათიდან – 29...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

სექტემბერი 27, 2025
166
მთავარი

ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შეჯახება პოლიციის მანქანის წინ მიმავალი ავტომობილის არასწორ მანევრს მოჰყვა, შემთხვევა კი 26 სექტემბერს მოხდა.  

დაწვრილებითDetails

წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან-ქუთაისში 30 სექტემბერს მედიის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

სექტემბერი 27, 2025
35
მთავარი

მედიის მხარდასაჭერად ამჯერად ქუთაისში ვიკრიბებით. წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან და ერთად გავანათოთ ქუთაისის ქუჩები! სინათლე არ უნდა ჩაქრესhttps://sinatle.media/ რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ “ჰოლიდეი ინნ”-ში მომხდარ ფაქტზე საქართველოს და აშშ-ის ორმაგ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

სექტემბერი 27, 2025
60
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

ყოფილ მეუღლეს გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა და ბენზინი გადაასხა- პროკურატურა

სექტემბერი 27, 2025
57
მთავარი

პირს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».