ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქში, სხვადასხვა ადგილას უკვე გამოჩნდა განათებები. ქუთაისის მერიის მიერ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების შესყიდვისთვის 404`130.00 ლარად გამოცხადებულ ტენდერზე, ერთი შეთავაზება გაკეთდა 396`100.00 ლარად. ტენდერი გუშინ დილის 12:00 საათზე დასრულდა.
ნახეთ ესკიზები, თუ როგორი განათებები უნდა შეიძინოს ქალაქმა სადღესასწაულო დღეებისთვის.


















