ბინაზე მართვისთვის ანუ დაკვირვებისთვის რჩებიან ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქი ინფიცირებულები, რომელთაც მკურნალობა არ სჭირდებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ფეისბუქ” პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმთან ხშირი კონტაქტი.
“ტკივილგამაყუჩებელსა თუ სიცხის დამწევს სხვა პირობებშიც ვიღებთ ხოლმე, როცა ან კბილი ან თავი გვტკივა ან კიდევ ტემპერატურა მოგვიმატებს. ჩვეულებრივად 38.5 გრადუსზე ვიღებთ ხოლმე სიცხის დამწევს ანუ ბინაზე დატოვებულ კოვიდინფიცირებულებს დიდი მკურნლობა არ სჭირდებათ, თუმცა პირველად ჯანდაცვაში მაინც არის პროტოკოლი. ბოლო ერთი კვირაა აქტიურად ვადვოკატირებთ სლოგანს, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მისი სახელი და გვარი, ჰქონდეს მასთან ხშირი სატელეფონო კონტაქტი, ესაა მთავარი და არა მკურნლობა. მათ მკურნალობა არ სჭირდებათ”, – განაცხადა გამყრელიძემ.










