LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

დაპოსტა 2025/01/18-ში
312
ნახვა
გაზიარება

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 19 იან­ვარს, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

წმი­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მიერ იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბა მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში მოხ­და. ამ დროს მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და და თავ­ზე და­ად­გა, ზე­ცი­დან კი ხმა გა­ის­მა: “ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ”.

რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნა­კურთხ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს მად­ლი ენი­ჭე­ბა და უხრწნელ თვი­სე­ბებს იძენს. მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით – ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს.

წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ღმერ­თი მა­მაა ჩვე­ნი, ხოლო ეკ­ლე­სია – დე­დაო. იმი­სათ­ვის, რომ დე­და­ეკ­ლე­სი­ის შვი­ლე­ბი გავ­ხდეთ, უნდა მი­ვი­ღოთ ბე­ჭე­დი სუ­ლიწ­მი­დი­სა, რო­მე­ლიც ნათ­ლო­ბის დროს მოგ­ვე­ნი­ჭე­ბა. ეს გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზაა. ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლო წარ­ხო­ცავს პირ­ველ­ქმნილ და ყვე­ლა სხვა ცოდ­ვა­საც – “აღ­ვი­ა­რებ ერ­თსა ნათ­ლის­ღე­ბა­სა მო­სა­ტე­ვე­ბე­ლად ცოდ­ვა­თა” – ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­მე­ო­რებთ ქრის­ტი­ა­ნე­ბი. სა­ი­დუმ­ლო მარ­თლაც დი­დია და ხში­რად მას­ში მო­ნა­წი­ლე­ებს – იქ­ნებ სწო­რედ მის­და­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო – უამ­რა­ვი ყო­ფი­თი შე­კი­თხვა უჩ­ნდე­ბათ.

ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ას­პექ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ნა­რი­ყა­ლის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი ზა­ქა­რია მარ­გა­ლი­ტა­ძე.

– მა­მაო, რო­გო­რია ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა?

– ნათ­ლის­ღე­ბა ახა­ლი შო­ბაა. იგი ადა­მი­ან­თა ცხო­ნე­ბის­თვის სრულ­დე­ბა. ნა­თელ­ღე­ბუ­ლი ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს, ხდე­ბა ღვთის შვი­ლი, ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი და მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის მემ­კვიდ­რე.

ეკ­ლე­სი­ის სა­ი­დუმ­ლო­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლო პირ­ველ ად­გილ­ზე დგას. იგია შე­სას­ვლე­ლი კარი მად­ლმო­სილ სა­მე­ფო­ში – ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ა­ში. ნათ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ვიწ­მინ­დე­ბით, განვნათლდე­ბით, წარ­გვე­ხო­ცე­ბა ცოდ­ვე­ბი, ვე­ზი­ა­რე­ბით მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბას.

“ამინ, ამინ, გე­ტყვით თქუ­ენ, უკე­თუ ვინ­მე არა იშ­ვას წყლი­სა­გან და სუ­ლი­სა, ვერ ხე­ლე­წი­ფე­ბის შეს­ვლად სა­სუ­ფე­ველ­სა ღმრთი­სა­სა”, – ამ­ბობს უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე. მა­ცხოვ­რის სი­ტყვებ­ში ჩანს ნათ­ლის­ღე­ბის უპირ­ვე­ლე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა – მხო­ლოდ ის იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას სხვა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა. ასე ეს­მო­და ეკ­ლე­სი­ას მუ­დამ და ასეა ახ­ლაც. ქრის­ტი­ა­ნად გახ­დო­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ოდენ ნათ­ლის­ღე­ბის წყლებ­ში გან­ბა­ნით. სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა აღეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ა­ში, იგია მად­ლმო­სი­ლი სა­ცა­ვი და კა­ნო­ნი­ე­რი მემ­კვიდ­რე სა­მო­ცი­ქუ­ლო ხელ­დას­ხმი­სა. მად­ლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ღმერ­თში ცხოვ­რე­ბა. რა შე­უძ­ლია კაცს ღვთის გა­რე­შე?!

ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს არსი კი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: რწმე­ნის­კენ მოქ­ცე­უ­ლი ცოდ­ვი­ლი სამ­ჯერ შთა­იფ­ლე­ბა წყალ­ში წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლით და უფალ იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და აღ­დგო­მის მო­სა­გო­ნებ­ლად. საღვთო მად­ლით გა­ნიწ­მინ­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი ცოდ­ვი­სა და ადა­მის­მი­ე­რი პირ­ველ­ქმნი­ლი ბი­წის­გან, შე­იქ­მნე­ბა ახალ ადა­მი­ა­ნად, ქრის­ტეს მად­ლმო­სი­ლი სა­მე­ფოს – მისი წმინ­და ეკ­ლე­სი­ის წევ­რად, გა­ნათ­ლე­ბუ­ლად და გან­წმენ­დი­ლად.

თუკი ნათ­ლო­ბამ­დე სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლი მხო­ლოდ მო­უ­წო­დებ­და ცოდ­ვილს ქრის­ტეს რწმე­ნის­კენ და უფ­ლის სიყ­ვა­რულს უღ­ვი­ვებ­და, ნათ­ლის­ღე­ბი­სას პირ­ვე­ლად სა­ი­დუმ­ლოდ შთა­იღ­ვრე­ბა იგი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბა­ში და სრუ­ლე­ბით გან­წმენ­დს მას.

ისი­ნი, ვინც გულ­დას­მით მო­ემ­ზა­და ნათ­ლო­ბის­თვის, გა­ი­ა­რა კა­თაკ­მე­ველ­თა სკო­ლა და მთე­ლი გუ­ლით მი­ი­ღო რწმე­ნის სა­ფუძ­ვლე­ბი, უდი­დეს ცვლი­ლე­ბა­სა და სი­ხა­რულს გა­ნიც­დი­ან ნათ­ლის­ღე­ბი­სას. ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თია ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში და გვხვდე­ბა დღე­საც, თუმ­ცა­ღა სულ უფრო და უფრო იშ­ვი­ა­თად…

– ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხი­ლუ­ლი მხა­რეც აქვს…

– მო­სა­ნათ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლით სამ­ჯერ შთა­იყ­ვა­ნე­ბა სუფ­თა წყალ­ში. ნათ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სას ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სუფ­თა წყა­ლი, გარ­და გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი­სა (ცნო­ბი­ლია, მა­გა­ლი­თად, მო­წა­მის სის­ხლით ნათ­ლო­ბა). წყალ­ზე, რო­გორც ნათ­ლო­ბის მა­სა­ლა­ზე, თვით მა­ცხო­ვარ­მა მი­უ­თი­თა თა­ვი­სი სწავ­ლე­ბი­თაც და საქ­მი­თაც. წყალ­ში აღას­რუ­ლებ­დნენ ნათ­ლო­ბას მო­ცი­ქუ­ლე­ბიც და წმინ­და ეკ­ლე­სი­აც ყველ­გან და ყო­ველ­თვის წყალ­ში ნათ­ლავ­და.

– რა­ტომ აქვს წყალს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბის დროს?

– რად­გან ადა­მი­ა­ნი შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლის­გან – სუ­ლი­სა და ხორ­ცის­გან, ამი­ტომ გან­წმენ­დაც ორგვა­რია: სხე­ულს წმენ­დს წყა­ლი, ხოლო სულს – ღვთა­ებ­რი­ვი სული.

წყალ­ში შთაფვ­ლას რამ­დე­ნი­მე სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს: პირ­ვე­ლი – იგი წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლიო წარ­ღვნის სა­ხეს (1 პეტრ. 1,14-21); და მე­ო­რე, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლო – იგია საფ­ლა­ვი მა­ცხოვ­რი­სა, სა­დაც თა­ნა­და­ვიფ­ლე­ბით ქრის­ტეს­თან და შემ­დეგ მას­თან ერ­თად აღვდგე­ბით. ჩვენც, მა­ცხოვ­რის მსგავ­სად, ვკვდე­ბით ცოდ­ვის­მი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის და, რო­გორ ის აღ­დგა მკვდრე­თით, ასე­ვე ვცო­ცხლდე­ბით მარ­თა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის.

ნათ­ლის­ღე­ბის ჟამს სრულ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი წესი, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ერთ-ერ­თია შე­ფუ­ცე­ბა. ნათ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე იკურ­თხე­ბა წყა­ლი და ღვთის მად­ლით მი­ე­ნი­ჭე­ბა განმწმენ­დე­ლი ძალა, რის შემ­დე­გაც იკი­თხე­ბა შე­ფუც­ვის ლოც­ვე­ბი. შე­ფუ­ცე­ბა უფ­ლის – იესო ქრის­ტეს სა­ხე­ლით ხდე­ბა. ამ დროს ადა­მი­ა­ნის­გან გა­ნი­დევ­ნე­ბა დე­მო­ნუ­რი სული – ამ უკა­ნას­კნელს მას­ზე ადა­მის ცოდ­ვით და­ცე­მის გამო ჰქონ­და ხელ­მწი­ფე­ბა, უფ­ლის მიერ ჯვარ­ზე დაღ­ვრილ­მა სის­ხლმა ამ გავ­ლე­ნის­გან გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა.

შე­ფუც­ვის შემ­დეგ მო­სა­ნათ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ან მისი ნათ­ლია (თუკი მო­სა­ნათ­ლი ყრმაა) კი­თხუ­ლობს მრწამსს – სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლოს, რო­მე­ლიც სარ­წმუ­ნო­ე­ბის მოკ­ლე, მაგ­რამ ზუსტ გად­მო­ცე­მას წარ­მო­ად­გენს. ამით მო­სა­ნათ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ადას­ტუ­რებს თა­ვი­სი რწმე­ნის იდენ­ტო­ბას სა­მო­ცი­ქუ­ლო რწმე­ნას­თან, რაც ნათ­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია. ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო მე­ქა­ნი­კუ­რად არ აღეს­რუ­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­აზ­რე­ბუ­ლი გუ­ლი­თა­დი რწმე­ნა. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ეკ­ლე­სია დარ­წმუნ­დე­ბა მო­სა­ნათ­ლად გან­მზა­დე­ბუ­ლის ჭეშ­მა­რიტ აღმსა­რებ­ლო­ბა­ში, და­ი­წყე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი მო­მენ­ტი – გან­ბა­ნის წყლებ­ში შთაყ­ვა­ნე­ბა.

სა­ნამ წყალ­ში შთა­იყ­ვა­ნე­ბა, მო­სა­ნათლს ზეთს სცხე­ბენ. ამ დროს ღვთის­მსა­ხუ­რი ამ­ბობს: “იცხებს ზეთ­სა სი­ხა­რუ­ლი­სა­სა”. სი­ხა­რუ­ლი სუ­ლიწ­მინ­დის­მი­ე­რი ერთ-ერთი ნი­ჭია, ამი­ტომ სუ­ლი­ე­რი ღვაწ­ლის აღ­სას­რუ­ლებ­ლად ზე­თის ცხე­ბით სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა.

“შთა­იც­ვამს სა­მო­სელ­სა სი­ხა­რუ­ლი­სა­სა” – ნა­თელ­ღე­ბუ­ლი იმო­სე­ბა თეთრ სა­მოს­ში ნიშ­ნად იმი­სა, რომ გა­ნი­ძარ­ცვა ცოდ­ვის სა­მო­სი, მის წილ შე­ი­მო­სა სა­მო­სი ნათ­ლი­სა და მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა “ძედ ნათ­ლი­სა”. ეს სა­მო­სი ქრის­ტი­ა­ნის სუ­ლის სის­პე­ტა­კის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ცაა.

“მო­იკ­ვეცს თმა­სა” – თმის მოკ­ვე­ცა ქრის­ტი­ა­ნის ღვთი­სად­მი მა­რა­დი­უ­ლი ერ­თგუ­ლე­ბის ნი­შა­ნია. ძვე­ლად ის სა­მარ­ცხვი­ნო მო­ნო­ბის დაღი იყო, ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­სნის შემ­დეგ კი გახ­და ნი­შა­ნი უფ­ლის ერ­თგუ­ლე­ბი­სა და ჭეშ­მა­რი­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა.

– რა­ტომ მოგ­ვე­ტე­ვე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის შემ­დეგ რო­გორც პირ­ველ­ქმნი­ლი, ისე მა­ნამ­დე ჩა­დე­ნი­ლი პი­რა­დი ცოდ­ვე­ბი?

– ადა­მის და­ცე­მას მთე­ლი მისი მოდ­გმის ცოდ­ვით დას­ნე­უ­ლე­ბა მოჰ­ყვა. ადა­მი­ა­ნი შო­ბით­გან და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ხრწნი­ლე­ბა­სა და სიკ­ვდილს და სა­ჭი­რო იყო უდი­დე­სი ღვთა­ებ­რი­ვი ძალა ნე­ტარ და მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში მის აღ­სად­გე­ნად. მხო­ლოდ ღვთა­ებ­რი­ვი აღმშე­ნებ­ლო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­სნა. სცო­და პირ­ველ­მა ადამ­მა, მისი ცოდ­ვა კი ყვე­ლა­ზე გავ­რცელ­და. სა­ჭი­რო იყო მე­ო­რე ადა­მი – უპი­რა­ტე­სი პირ­ვე­ლი­სა, სა­ჭი­რო იყო შობა, ჯვარ­ცმა, სიკ­ვდი­ლი, აღ­დგო­მა და წმინ­და სა­ი­დუმ­ლო­თა და­არ­სე­ბა, რათა შე­მოქ­მედს ადა­მი­ა­ნი ღვთა­ებ­რივ გზა­ზე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. მოკ­ლედ ამ კი­თხვას შე­იძ­ლე­ბა ასე ვუ­პა­სუ­ხოთ: ცოდ­ვე­ბი ნათ­ლო­ბი­სას მოგ­ვე­ტე­ვე­ბა, ერთი მხრივ, ჯვარ­ცმუ­ლი მა­ცხოვ­რის მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი რწმე­ნის გამო, ხოლო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, რაღა თქმა უნდა, მად­ლია უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც მისი თავ­გან­წირ­ვი­სა და წმინ­და სა­მე­ბის ბრძნუ­ლი აღმშე­ნებ­ლო­ბის გამო მოქ­მე­დებს ნათ­ლო­ბის წყლებ­ში. განაგრძეთ კითხვა

გაზიარება125

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
2.9k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
91
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
952
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
1k
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
112
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
221
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
46
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
95
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
591
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
144
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!