სიცივე შესაძლოა ჩვენი მტერი სულაც არ იყოს. უნდა ვისწავლოთ, როგორ ვაქციოთ ის ჩვენს მოკეთედ.
განვსაზღვროთ სიცივეში სეირნობის დრო, ისე, რომ ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ.
ზედმეტი კალორიების მოშორებაში სიცივეში სეირნობასაც თავისი წვლილი შეაქვს.
- ეცადეთ, აკონტროლოთ მადა დღესასწაულების პერიოდში.
- მიირთვით საკვები ძალიან ნელა. შეიძლება ამან ვინმე გააღიზიანოს, მაგრამ სჯობს საკუთარ თავზე იფიქროთ.
- შვებულება და მსგავსი პერიოდები მოდუნების უფლებას გაძლევთ და საჭმელზე ფიქრისთვისაც მეტი თავისუფალი დრო შეიძლება გამოგიჩნდეთ.
- ამიტომ, მიიღეთ საკვები ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტა. მაგალითად, ერთ ჭამაზე 150 ან
200 გრამი რომ მიიღოთ, ეს ტრაგედია არ იქნება. ამგვარი ხრიკით შიმშილის გრძნობასაც მოატყუებთ.
- დაფიქრდით, როგორ განწყობაზე მყოფი აპირებთ საჭმლის მირთმევას?
პირველ რიგში, იზრუნეთ იმაზე, რომ უკეთესი განწყობა შეიქმნათ.
ეს იმაშიც დაგეხმარებათ, რომ თავი უფრო გააკონტროლოთ.
დიეტოლოგები კატეგორიულად გამორიცხავენ ტელევიზორის წინ საკვების მირთმევას, რადგან ასე პარალელურ რეჟიმში ვიკვებებით. შესაბამისად, ზომას და წონას უფრო ვერ ვიგებთ.
- შეამცირეთ პორციები. გადახედეთ თქვენს რაციონს. დაუსვით თქვენ თავს კითხვა: “რას რა რაოდენობით მივირთმევდი?”.
სადილზე თუ რამდენიმე კერძს მიირთმევდით, რა თქმა უნდა, მოგიწევთ, რომ ის ერთ ან ორ კერძამდე დაიყვანოთ.
თავდაპირველად შიმშილი შეგაწუხებთ და იგრძნობთ, რომ არ გეყოთ, თუმცა აქ ყველაფერი მიჩვევაზეა.
იფიქრეთ იმაზე, თუ რა გაინტერესებთ. გადაიტანეთ ყურადღება არა ჭამაზე, არამედ სხვა დეტალებზე და მიუღწეველი არაფერი იქნება.