განსხვავებას ვერ ვხედავ აუცრელობით თვითმკვლელობას და სხვა საშუალებით თვითმკვლელობას შორის – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, ყოფილი დეპუტატი, აკაკი ზოიძე წერს.
“შესაბამისად, ყველა ის ადამიანი ვინც აგრესიულად მოუწოდებს სხვებს არ აიცრან, თანამონაწილენი არიან იმ გამოცხადებული თვითმკვლელობის ყოველდღიური ქრონიკის, რომლის ტრაგიზმი მე მგონი არ გვაქვს თითქმის არავის, ამ ადამიანების ახლობლებისა და რეანიმატოლოგების და ინფექციონისტების გარდა, კარგად გაცნობიერებული და რომელსაც სრულად გამოფიტული ემოციებით ვადევნებთ მთელი საზოგადოება თვალს.
გთხოვთ ჩემი ეს პოზიცია გაითვალისწინოთ, სანამ ამ პოსტის ქვეშაც “არაცრის” ბოდვითი იდეის პროპაგანდას დაიწყებთ” – წერს ზოიძე.