ახალგაზრდული მოძრაობა ძლიერი მუხურა წერს რომ, ტყიბულის სოფელ მუხურასა და თერჯოლის სოფელ მუჯირეთის მიმდებარედ მდინარე ძუსის ხეობაში დაგეგმილია ე.წ დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) მშენებლობა. რაც გულისხმობს მდინარის კალაპოტიდან მილებში გადასროლას.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ
“საქმეში ფიგურირებს უცხოური, კერძოდ ბელარუსული კომპანია.
არსებული რეგულაციებით, კომპანია მდინარის 90% ის მილებში გაშვების უფლებას მიიღებს და ძუსის ხეობის კალაპოტს მდინარის მხოლოდ 10% დარჩება. რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს უნიკალურ და ულამაზეს, კანიონის ტიპის ძუსის ხეობას.
ჩვენ ვუერთდებით წინააღმდეგობის მოძრაობას ძუსის ხეობის გადასარჩენად, რომელიც აერთიანებს სოფელ მუხურას, სოფელ მუჯირეთის, სოფელ სკანდისა და სოფელ საზანოს მოსახლეობას.
შეიქმნა ჯგუფი სადაც გაერთიანებული იქნება აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, გთხოვთ შემოუერთდით ამ ჯგუფს.” – წერს სოციალურ ქსელში “ახალგაზრდული მოძრაობა ძლიერი მუხურა”.