“სუპერლიგის ახალი რეგულარული გათამაშების პირველ ორ საშინაო შეხვედრას „ქუთაისი 2010“ საკუთარ არენაზე ჩაატარებს მაყურებლის გარეშე.” – ამის შესახებ “ქუთაისი 2010”-ს საქართველოს კალათბურთელთა ფედერაციიდან აცნობეს.
გზავნილს “ქუთაისი” 2010 თავის ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს:
“2019 წლის 31 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში „ქუთაისი 2010“-ის და „დელტას“ შორის სუპერლიგის ფინალური მატჩის დროს დარბაზში ადგილი ჰქონდა უწესრიგობას ადგილობრივმა ქომაგთა მხრიდან, რომლებმაც მსაჯებისა და ფედერაციის წარმომადგენლების მიმართულებით ბოთლები და სხვადასხვა ნივთები ისროლეს – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გზავნილში.
ამასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება კლუბ „ქუთაისი 2010“-სთვის სანქციის დაწესების შესახებ. კერძოდ, სუპერლიგის ახალი რეგულარული გათამაშების პირველ ორ საშინაო შეხვედრას „ქუთაისი 2010“ საკუთარ არენაზე ჩაატარებს მაყურებლის გარეშე. ამასთან, ქუთაისის სპორტის სასახლეს დამატებით ეკისრება ანალოგიური ოთხმატჩიანი პირობითი დისკვალიფიკაცია, კონკრეტულად, თუ მომავალში მაყურებლის მიზეზით რაიმე დისციპლინარული სახის დარღვევა მოხდება. პირველ სანქციას დაემატება ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 ოქტომბერს, „ქუთაისი 2010“ თსუ-ს, გულშემატკივრების გარეშე შეხვდება.