LIVE TV
კვირა, დეკემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა საკითხებზე გააკეთა აქცენტები სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას

დაპოსტა 2019/09/19-ში
49
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტს წარუდგინა.

“მეგა ტვ” ანგარიშის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა 2018 წელს გამოწვევად რჩებოდა არაჯანსაღი და პოლარიზებული მედიაგარემო, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. როგორც მან აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ შეიქმნას რაიმე ხელოვნური დაბრკოლება, რაც ახალი კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სიძულვილის ენის რეგულაციებთან დაკავშირებით დაწყებული განხილვები არ დასრულდეს საქართველოში არსებული გამოხატვის თავისუფლებ

ის მოქმედი საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესუსტებით.

სახალხო დამცველი პარლამენტს ნარკომომხმარებელთა უფლებების თვალსაზრისით გააქტიურებისკენ მოუწოდებს. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ნარკომომხმარებელთა უფლებების კუთხით ინიცირებული კანონპროექტზე მსჯელობა შეჩერებულია. მისივე თქმით, აუცილებელია ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების მოდიფიცირება.

ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ხშირ შემთხვევაში სკოლები არ აღრიცხავენ ბავშვის მიერ სწავლის მიტოვებას და ხელს უწყობენ ისეთი მავნე პრაქტიკის გავრცელებას, როგორიც არის ბავშვთა ქორწინება, ნიშნობა და ამ პრობლემის დაფარვა, თუმცა,როგორც მან აღნიშნა, მონაცემების ზუსტი აღრიცხვა ვერ ხდება. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მაღალია სკოლის მიტოვების და გაცდენის მაჩვენებელი, ადრეული და ბავშვთა ქორწინების, ბავშვთა შრომაში ჩართვის მიზნით. მისივე თქმით არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობის მიხედვით თბილისი ლიდერობს, ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი იმერეთის რეგიონშია.

„ძალადობაზე განმცხადებელს ხშირად უწევს ისევ მოძალადის ოჯახში დაბრუნდეს იმის გამო, რომ ეკონომიკურად მოძალადეზეა დამოკიდებული,“ – ლომჯარიას თქმით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური მხარდაჭერის მექანიზმები.

მან შშმ პირთა უფლებებზეც ისაუბრა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ეროვნული უმცირესობების განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი პრობლემად რჩება.

ნინო ლომჯარიას თქმით არაეფექტურია კონტროლი, ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ ხომ არ განაგრძობს ავტომობილი ჰაერის დაბინძურებას. მისივე თქმით, ეფექტიანი მონიტორინგისთვის საჭიროა, საპატრულო პოლიციას შესაბამისი აპარატურა ჰქონდეს, რომელიც მას ამ ეტაპზე არ გააჩნია. გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებით, დღეისათვის ჰაერის ხარისხის შემოწმების სისტემა გამართული არ არის, რადგან არ არსებობს მონიტორინგის სადგურების საკმარისი რაოდენობა. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ჰაერის დაბინძურების მასშტაბი არ იზომება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

მიუხედავად იმისა რომ სახალხო დამცველი 2018 წლის ანგარიშს წარადგენდა, მან 2019 წელს მიმდინარე მნიშვნელოვან თემებზეს ისაუბრა და განაცხადა რომ 20-21 ივნისის მოვლენებმა, იგივე მედიასივრცეში მომხდარმა ცვლილებებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც ჩვენ 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა.

2018 წელს შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით, მთავარ გამოწვევად რჩებოდა შეკრების მიმდინარეობისას დროებით კონსტრუქციების განთავსების უკანონოდ შეზღუდვის პრაქტიკა, თუმცა უკვე 2019 წელს ამ პრობლემამ სხვა მასშტაბი და მნიშვნელობა შეიძინა –  განაცხადა სახალხო დამცველმა. როგორც მან აღნიშნა, 20-21 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა ახალი აქტუალური საკითხები გამოკვეთა.

სახალხო დამცველის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ დაკავებულის უფლებების დაცვას არ უზრუნველყოფს და შესაცვლელია. აღნიშნული სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20-21 ივნისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესების შეფასებისას განაცხადა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ადმინისტრაციული „სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას.

ასევე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებისას ობიექტური არ იქნება.

ეუთო-ს ODIHR კვლავ აკრიტიკებს იმას, რომ კენჭისყრა მოხდა ფარულად და ამის შედეგად აირჩა არა ის კანდიდატები, ვისაც ჰქონდათ ყველაზე მაღალი შეფასებები, არამედ საბოლოო სიაში მოხვდნენ სხვა კანდიდატებიც“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე საუბრისას განაცხადა. ასევე, ლომჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველის აპარატი აკვირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს, რომელშიც, სახალხო დამცველის აპარატის მოსაზრებით, გარკვეული პრობლემები იკვეთება. მისივე თქმით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის შერჩევის პროცესში შეფასების სისტემაც, ანუ დაწერილი ქულებიც, ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა გენერალური პროკურორი უნდა დაიბაროს და მისგან მოისმინოს პასუხები, რატომ ვერ დასრულდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და ტარდება თუ არა ყველა საგამოძიებო პროცესი.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურა არ წარმოადგენს გამოძიების მიმდინარეობაზე დამაჯერებელ ინფორმაციას, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. ის პარლამენტს მოუწოდებს, მიანიჭონ მანდატი, რითაც წვდომა ექნება იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალებთან, რომელიც სიცოცხლის ხელყოფას, წამებას და არაადამიანური მოპყრობს ფაქტებს ეხება. ლომჯარიას თქმით, ამგვარი პრაქტიკა გამოძიების მიმართ ნდობას გაზრდის. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პროკურატურისგან სახალხო დამცველისთვის გაგზავნილი პასუხები მშრალი, ზედაპირული და არაინფორმაციული იყო.

წლიდან წლამდე მძიმდება ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კვლავ ბევრი დევნილი ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშ შენობებში – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი პრეზიდენტის მხრიდან მკვლელობაში მსჯავდებული პირების შეწყალების საკითხზე განმარტებების გაკეთებას აუცილებლად მიიჩნევს. ამასთან, ნინო ლომჯარიას შეფასებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების თუ სავარაუდო კორუფციის თაობაზე.

ე.წ. ჯიხურებში მყოფი დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა ვერ უძლებს კრიტიკას. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა წელს პირველად შეამოწმა მათი უფლებრივი მდგომარეობა.

ნინო ლომჯარია ანგარიშის წარდგენისას ასევე განაცხადა რომ ისინი  სრულად გაეცნენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების მასალებს და დაადგინეს, რომ საქმეში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. სახალხო დამცველის განცხადებით, სიცოცხლის უფლების ჭრილში განიხილეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ  2018 წლის საქმიანობის ანგარის პარლამენტში წარადგინა.

თეგები: 20 ივნისიგახარიადევნილებიზვიად გამსახურდიანაადრევი ქორწინებასასამართლოსახალხო დამცველი
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში

დეკემბერი 20, 2025
2.7k
მთავარი

მეგა tv ის ინფორმაციით ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ”- ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე

დეკემბერი 20, 2025
102
მთავარი

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან აწი აპირებენ წასვლას. კალანდაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
1.1k
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჯამში მათემატიკის მასწავლებლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

დეკემბერი 20, 2025
17
მთავარი

,,გალა-დაჯილდოება 2025“ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა...

დაწვრილებითDetails

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
43
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)

დეკემბერი 20, 2025
85
მთავარი

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)- სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  "გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
411
მთავარი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.  

დაწვრილებითDetails

ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დეკემბერი 20, 2025
52
მთავარი

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება მართვის მოწმობა – შსს დეტალებს განმარტავს

დეკემბერი 20, 2025
42
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის...

დაწვრილებითDetails

Facebook-ს ახალ სქემას ტესტავს – რა შეიძლება გახდეს ფასიანი

დეკემბერი 20, 2025
25
მთავარი

Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია ახალ სქემას ტესტავს, რომლის თანახმად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».