LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა რეგულაიცები ამოქმედდება 2020 წელს

რა რეგულაიცები ამოქმედდება 2020 წელს

დაპოსტა 2019/12/30-ში
A A
156
ნახვა
გაზიარება

ახალ წელს თითქმის ყოველთვის სიახლეები და ცვლილებები მოაქვს.

სასიამოვნო სიახლეები კარგია, თუნდაც მოულოდნელი იყოს, თუმცა, სხვა შემთხვევაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ჯობს ინფორმირებული ვიყოთ და მომზადებული შევხვდეთ. ჩვენ რამდენიმე ისეთ ცვლილებას მოვუყარეთ თავი, რომელიც ძალაში ახალი წლიდან შევა, ანდა მათი ამოქმედება 2020 წელს იგეგმებოდა და მიზეზთა გამო გადაიდო.

ავტომობილისთვის კატალიზატორი აუცილებელია

ავტომობილებში კატალიზატორის ქონის ვალდებულება გადავადდა. ეს ვალდებულება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება ყველა ავტომობილისთვის. თუმცა მანამდე – 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, პარამეტრები გამკაცრდება. კერძოდ, თუ დღემდე CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა ყოფილიყო 0,8%-ზე მეტი, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ეს ზღვარი 0,7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან – 0,6%-მდე. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი ევროპულ სტანდარტზე გადავდივართ, რაც ნიშნავს, რომ კატალიზური კონვერტორი უნდა ჰქონდეს ყველა ქარხნულად დამზადებულ ავტომობილს, რომელსაც კატალიზატორი კონსტრუქციულად აქვს და CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე 0,3%-დან 0,5-მდე დიაპაზონში უნდა მერყეობდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – 2020 წლიდან ევროსტანდარტების დაკმაყოფილება იმ იმპორტირებულ ავტომობილებს მოუწევს, რომლებიც 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პირველად რეგისტრაციას გაივლიან საქართველოში და ისინი კატალიზური კონვერტორით უნდა იყვნენ აღჭურვილი. ასევე 2022 წლამდე გადავადდა ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულება.

თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება

2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება. შესაბამისად, მძღოლები ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. ის გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – 3 წელიწადში ერთხელ.

გამონაბოლქვს გარემოს დაცვა და საპატრულო შეამოწმებენ

2019 წლის 11 თვეში პირველადი ტექ­ინსპექტირება 719-მა ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 1,3 მლნ-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. შესაბამისად, 500 ათასი ერთეული ან რეგისტრირებულია და არ მოძრაობს, ან ტექინსპექტირებას არ გადის. ე.წ. ჭკვიანი კამერები ავტომობილის მოჭარბებულ კვამლიანობას ვერ აღნუსხავენ, საპატრულო პოლიციამ კი შესაძლოა მაქსიმუმ ის გადაამოწმოს, გავლილი აქვს თუ არა ავტომობილს ტექინსპექტირება. მძღოლებიც ამით სარგებლობენ, ტექინსპექტირების გასავლელად მანიპულაციებს მიმართავენ, შემდეგ კი კვლავ უხარისხო საწვავით ან გაუმართავი მანქანით გადაადგილდებიან. ამიტომ, მომავალი წლიდან შეიქმნება გარემოს დაცვისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები, რომლებიც გზაზე ავტომობილებს გადაამოწმებენ და გაუმართაობის გამო დააჯარიმებენ კიდეც.

რა ელით მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებს

ასეთი ავტომობილების მფლობელებისთვის რეგულაციები 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება. კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გადატანასა და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ლ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც გაივლის. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საჭის გადატანა და ასეთი ავტომობილის ტექდათვალიერებაც იკრძალება. იგივე რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მაშუქებს, რომელთა მიმართულების შესაცვლელად შესაძლებელი იყო შესაბამისი სტიკერების გამოყენება, 2020 წლის 1-ლ აპრილამდე ასეთი ავტომობილები შეძლებენ ტექინსპექტირების გავლას, ამის შემდეგ კი ფარების შეცვლის ვალდებულება ექნებათ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმადაც, 10 წლისა და მეტი ხნის საბურავებით ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან.

100-ლარიანი აქციზი სპორტული ავტომობილისთვის

2020 წლის 1-ლი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი შეიცვლება. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა 100 ლარი იქნება. ცვლილების მიზეზი კი საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა იყო.

მარჯვენასაჭიან ტაქსებს ერთი წელიწადი რჩებათ

მარჯვენასაჭიანი ტაქსები იკრძალება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან. ამ დღის შემდეგ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა კანონდარღვევად ჩაითვლება. “ბ” კატეგორიის ტაქსებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით მგზავრების გადაყვანა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, უკვე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის მთავრობამ რეგულაციის კიდევ ერთი წლით გადავადება გადაწყვიტა.

ბაზრებზე მოვაჭრეებს სალაროები 2022 წლამდე არ დასჭირდებათ

ფიზიკური პირები, რომლებიც ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე საქმიანობენ, სალარო-აპარატების გამოყენებისგან 2022 წლამდე თავისუფლდებიან. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას: “2022 წლის 1-ლ იანვრამდე საკონტროლო სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან. სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან არ თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ან დარეგისტრირებული არიან დღგ-ის გადამხდელად”.

სასმელი წყლის სპეცტარიფი საოჯახო სასტუმროებისთვის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. ის 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში და შეეხება მხოლოდ იმ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლის მფლობელი, ფიზიკური პირი, სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად – როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია, მათგან ერთ-ერთი მოითხოვოს. პირველი მოდელის შესაბამისად, ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება ერთობლივად აღირიცხება და ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბმ-ს. მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება განცალკევებულად აღირიცხება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ტურისტებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ორი მრიცხველი იქნება – საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარებისთვის და ტურისტებზე დახარჯული წყლისთვის და არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც მხოლოდ მას დაერიცხება.

გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება განსაზღვრული პერიოდულობით, მათ შორის, სხვადასხვა საიტების საშუალებით (AirBnB, booking.com და სხვა ). შესაბამისად, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში და თავად ამ ბინაში არ ცხოვრობენ, კვლავაც სასმელი წყლისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან.

მოწევა სტადიონზეც იკრძალება

მოწევა იკრძალება სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში – კანონი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება; შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით – 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს. 2020 წლის 1-ლ იანვრამდე დასაშვები იყო თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არა უმეტეს 20%-ში და ასევე სტადიონის ტერიტორიის არა უმეტეს 50%-ში და ეს დაშვება ძალას დაკარგავს.

არასათანადო შეფუთვაში ჩამოსხმული სპირტიანი სასმელები ვერ გაიყიდება

საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც არ ეხება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელებს, თუმცა რეგულაციებს აწესებს სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვანების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისგან.

აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით.

ამოქმედდება დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთში მოხდება.

ვიდეოკამერები სკოლებში

თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლებში 2020 წელს ვიდეოკამერები დამონტაჟდება, ეტაპობრივად კი ვიდეოკამერებით ყველა სკოლა აღიჭურვება. დაგეგმილია ასევე სკოლების აღჭურვა *დეტექტორებით. ასევე იგეგმება საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერება, ხოლო კერძო სკოლებში – უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და პრევენციისთვის უწყებების მიერ განსახორციელებელ ამოცანებზე მუშაობს.

წყარო: „კვირის პალიტრა”

თეგები: 2020 წელიავტომობილებიახალი წელივიდეოკამერათამბაქორეგულაციასასმელისკოლაწყალი
გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – რა ღონისძიებებია იმართება ქუთაისში

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.   უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.   თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს
მთავარი

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.   როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა
მთავარი

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა სულაძე წერს. "ასეთი სურათია ახლა ქუთაისი-ალპანის გზის მონაკვეთზე. ასე ,,უფრთხილდება" კორუფცია და გაუმძაძღრობა ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს. ოფურჩხეთის და ჟონეთის კარიერებიდან ,,მეტისმეტად...

დაწვრილებითDetails

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი საზაფხულო ბაღში – ინფორმაცია მშობლებისთვის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების...

დაწვრილებითDetails

“ახალი არჩევნების ჩატარებისთვის ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია” – სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა...

დაწვრილებითDetails

ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

იხილეთ, რომელი 4 ზოდიაქოს ნიშანი განიცდის ყველაზე დიდ ცვლილებებს: ♈ ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანები, რომელბიც დაბადებიდან გამარჯვებულები არიან

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ფერის ტანისამოსს არ უნდა გაეკაროთ ახალ წელს, იღბალმა, რომ არ მიგატოვოთ – ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა არის – იუპიტერი. ასევე, ენერგიული მარსი და სატურნი, რომლის გარეშეც არაფერია, რადგან თუ არ არსებობს დისციპლინა და სტრატეგია, მაშინ ყოველივე ზემოთქმულს – აზრი არ აქვს. ასე...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

ასტროლოგების აზრით, მიზანთროპები უმეტესწილად იბადებიან შემდეგი ოთხი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ: მორიელი მორიელები ცნობილი არიან თავისი უნდობლობით ადამიანების მიმართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელანდებათ ღალატი, ამიტომ, მუდმივად ეჭვიანობენ და ჩასაფრებული არიან. მათი...

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქუთაისის 1-2 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გთავაზოვთ განრიგს:  1 ივნისი  12 :00 სთ. -20:00სთ. საბავშვო ატრაქციონები: „მხიარული კარუსელი“, „ქარიანა“, „გემი“, „მატარებელი“ და „მეკობრეები“ (უფასოდ)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"