“ოსკარი“ 2022-ის რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიას ექსცესებისა და დასამახსოვრებელი მომენტების გარეშე არ ჩაუვლია. კრის როკმა ღონისძიებაზე ჯადა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც ჯადას ქმრის, უილ სმიტის განრისხება გამოიწვია, სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა.ბუნებრივია, აუდიტორიაში აღნიშნულმა ქმედებამ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა ყველაზე ექსპრესიული მაინც ნიკოლ კიდმანი იყო, ის თავის მეუღლესთან, კიტ ურნაბთან ერთად პირველ რიგში იჯდა. სილის გაწნის მომენტში კი ხელაწეული წამოხტა და თავი ვერ შეიკავა. ფოტომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ნიკოლის რეაქციაზე უკვე უამრავი „მიმი“ გავრცელდა.
ბაღდაში 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
ბაღდათში ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტზე 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია მას გული გაუჩერდა. გოგონა ანსამბლ "ცეკურის" ყოფილი მოცეკვავე იყო. "უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა,ჩვენი აღზრდილი და ანსამბლის დიდი...