LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ჩამოსვლასა და მის პრემიერად წარდგენას

დაპოსტა 2020/09/07-ში
240
ნახვა
გაზიარება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.”

 

მიხეილ სააკაშვილისსაქართველოში სავარაუდო ჩამოსვლასა და მის პრემიერად წარდგენას პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა:

 

მგონია, რომ საზოგადოებას აქვს სრულიად სხვა მოთხოვნები, ვიდრე საუბარი იმაზე, ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა და როგორ დაბრუნდება საქართველოში,

– ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მოსახლეობას აწუხებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და შესაბამისად ამომრჩეველი კაპანაძის განმარტებით, ყურადღებას აქცევს იმას, თუ რომელი პარტია რა გამოსავალს სთავაზობს შექმნილი ვითარებიდან.

 

ცხადია, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს, ჩამობრძანდეს და შევიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან – ეს არის სასჯელაღსრულების სამსახური,

– ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის კანდიდატურის დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიები აღიარებენ, რომ ამ დანაშაულში მისი თანამზრახველები არიან.

 

ივანიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად „კარტის გათამაშებას“, ოღონდ წარუმატებლად. ეს არის ის, რომ „თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს“. ეს ასე არ იქნება, იქნება გარდამტეხი ცვლილებები,

– ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ – მინისტრის კანდიდატად დასახელების შესახებ დასმულ შეკითხვას.

გიგა ბოკერიას განმარტებით, „ევროპული საქართველოსა“ და საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილი ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლაა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენით ამ პარტიების „დანაშაულებრივი მიდგომა გაშიშვლდა”.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში სცენარი ისეთივე იქნება, „როგორც ყველა სხვა კრიმინალური მენტალიტეტის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში”

„ამ გადაწყვეტილებით და საერთო ხედვის გაჟღერებით ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის, რომლებიც, რა თქმა უნდა, მთლიანობაში არის „ნაციონალური მოძრაობა”, გაშიშვლდა კიდევ ერთხელ მათი დანაშულებრივი მიდგომა და ზოგადად, მოხდა ლუსტრაცია ამ დანაშაულებრივი წარმონაქმნის.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” ერთი მედლის ორი მხარეა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები და მისი პრემიერად დასახელება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება.

მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს იქ ქუდებს, ხელთათმანებს. კანონი უნდა აღსრულდეს, მისჯილი აქვს და აუცილებლად მოხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ თუ რამე მართლაც არის, შეიძლება სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს,“ – განაცხადა ქანთარიამ.

 

ვაკის მაჟორიტარული ოლქში “ლელო საქართველოსთვის” კანდიდატის, ლევან კობერიძის განცხადებით, “ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, “ქართული ოცნებაა”.

“ეს არის ისევ ყავლგასული ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც გვთავაზობს ეს ორი პოლუსი. მთავარი გამოწვევა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, მოსახლეობისა და არჩევნების არის სწორედ ამ ორპოლუსიანობის გარღვევა. “ლელო” არის პარტია, რომელიც შეძლებს რომ ეს გააკეთოს არჩევნებზე”, – განაცხადა კობერიძემ.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ

მმართველ გუნდს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ღიად ჩართვასთან დაკავშირებით აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები ჰქონდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა.

მისივე თქმით, „მომავალში კიდევ ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ“.

 

“გვაქვს ნანახი პერიოდი, როდესაც სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი იყო, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური კონსენსუსის და შეთანხმების ნაწილი. პირადად მე ამას არასდროს დავუჭერდი მხარს.

ხალხს უნდა ცვლილება, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ქვეყანაში უნდა შეცვალოს რეალობა ისე, რომ სრულიად ახალი მოცემულება შექმნას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა იქნება, რომელსაც ნდობის მატარებელი, პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკოსები უნდა წარმოადგენდნენ, რომლებიც ქვეყნის და საჯარო ინტერესებს პირადზე მაღლა აყენებენ. მე ვისურვებ, რომ ასეთ კოალიციაში დავინახო საკუთარი პარტია და თავი და არ ვიყო მონაწილე იმ მძიმე წარსულისა და აწმყოს, რომლებიც შესაცვლელია”, -განაცხადა ბესელიამ.

 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს “,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

„არცერთი ლიდერი არ უნდა მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. ვითარების პოლარიზაცია არც საერთო ოპოზიციის და არც ქვეყნის ინტერესში არ შედის. ეს შედის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში.

ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილს უდაოდ ჰყავს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი, მაგრამ გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც ყოფილი პრეზიდენტის მომავალ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს.

მას შეუძლია სამშობლოში დაბრუნდეს, ამას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი მზად უნდა იყოს იმ გამოცდისთვის, რაც საქართველოში დაბრუნრებისას ელოდება. – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

 

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.”

გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

“გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა ხელისუფლებაში მოსვლა”- შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
28
მთავარი

გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა აქ, ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ. უკვე სასაცილო გახდა ეს ორგანიზაცია. ნებისმიერი პარტია, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, მას არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ,...

დაწვრილებითDetails

“მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” წინააღმდეგობაში” – ბრიტანელი პარლამენტარი

ნოემბერი 28, 2025
24
მთავარი

მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” მათ წინააღმდეგობაში , - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო ვლადიმირ პუტინის ჰიბრიდული ომის წინა ხაზზეა. “მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან”...

დაწვრილებითDetails

“ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია ” – პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
11
მთავარი

ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი ევროპასთან - ფიშერს ვეტყოდი, რომ ჩამონათვალის დროს გამორჩებათ თუ სპეციალურად ტოვებენ ხოლმე არ ვიცი - „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს, რომელიც მათთვის...

დაწვრილებითDetails

“ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ, ბრიუსელის ბიუროკრატიას აი, ეს უნდოდა”- პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
25
მთავარი

ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ - ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა! - ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 ნოემბრისთვის

ნოემბერი 28, 2025
33
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც იანვრამდე სერიოზული ცვლილებები ელოდება

ნოემბერი 28, 2025
33
მთავარი

მორიელი წინ საკმაოდ ინტენსიური ეტაპი გელოდებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ძველი პროცესების დასრულება. კარიერული წინსვლა ან მნიშვნელოვანი პირადი გარდატეხა გაცილებით რეალური ხდება. მშვილდოსანი დეკემბერი თქვენს ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს გამოაჩენს....

დაწვრილებითDetails

2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება

ნოემბერი 28, 2025
40
მთავარი

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2026 წელს წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს და თითოეულ ადამიანს ცეცხლოვან ენერგიას, ცვლილებების სურვილსა და ტრანსფორმაციის დიდ შესაძლებლობას ანიჭებს. ცხენი თავისუფლების, ძალისა და იმპულსურობის სიმბოლოა. ცეცხლოვანი ცხენის წელი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 1 ნიშანს დეკემბერში განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ნოემბერი 28, 2025
27
მთავარი

ტრადიციულად, დეკემბერი შეჯამების თვედ ითვლება, როდესაც ბევრი ადამიანი ცდილობს, არსებული საქმეები დაასრულოს და ახალი გეგმები ჩამოაყალიბოს. აღნიშნულ პერიოდს ასტროლოგებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ითვლება, რომ წელი ენერგეტიკულ ციკლს ამთავრებს და ბევრი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

ნოემბერი 28, 2025
22
მთავარი

1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ. - ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს. 1 დეკემბრიდან ძალაში შედის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის განკარგულება...

დაწვრილებითDetails

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება

ნოემბერი 28, 2025
10
მთავარი

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება. პარლამენტს მთავრობამ განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიღების შედეგად, პოლიციის აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».